სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "ძალიან დავიღალე, არ მინდა ცუდად გამომივიდეს, მაგრამ თქენც შეწუხდებით" - რამ გააბრაზა მარიტა მელიქიშვილი

    "ძალიან დავიღალე, არ მინდა ცუდად გამომივიდეს, მაგრამ თქენც შეწუხდებით" - რამ გააბრაზა მარიტა მელიქიშვილი
    1 წლის და 9 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ტელეწამყვან გიორგი გასვიანსა და მარიტა მელიქიშვილს სულ ცოტა ხნის წინპირველი შვილი შეეძინათ, რომელსაც გალაკტიონი დაარქვეს. ბავშვი სოციალურ ქსელში უკვე პოპულარულია და მის ფოტოებს გიორგისა და მარიტას გამომწერები მოუთმენლად ელოდებიან ხოლმე.

    სავარაუდოდ მარიტა ბავშვის მოვლასთან დაკავშირებით უცნობი ადამიანებისგან არაერთ რჩევას იღებს, რამაც დედა ცოტათი გააბრაზა და სწორედ ამიტომ სოციალურ ქსელში პოსტი განათავსა:

    "ძალიან დიდი მადლობა, რომ ასე ზრუნავთ ჩვენზე, მაგრამ ძალიან დავიღალე ერთი და იგივე ტექსტებით.

    რადგან ვიდეოში ჩანს, რომ ხელთათმანი აცვია, არ ნიშნავს, რომ მთელი დღე ასეა. ყოველთვის ვამყარებთ მე და გალა ერთმანეთთან საოცარ კავშირს. და პატარა რომ ვარ, ზუსტად ამიტომ, ყველაფერი ვიცი, ისეთი ხალხი მყავს გარშემო. ცუდად არ მინდა გამომივიდეს, მაგრამ რომ გაჩვენოთ, რამდენი მწერთ დღეში, თქვენც შეწუხდებით."
    - წერს პატარა გალას დედა.