სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • VIDEO: თბილისის მთავარი ნაძვისხის ანთება და საზოგადოების ემოციები

    VIDEO: თბილისის მთავარი ნაძვისხის ანთება და საზოგადოების ემოციები
    4 თვის და 2 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    დღეს, 15 დეკემბერს თბილისის მთავარი ნაძვის ხე პარლამენტის წინ საზეიმოდ აინთო.

    ჩატარდა ცერემონიალი, რომლის შემდეგ კახა კალაძეს საზოგადოებას სიტყვით მიმართა: „მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო, ამ ულამაზესი, ჯადოსნური ქალაქის მკვიდრნო. მივესალმები ჩვენს სტუმრებს რეგიონებიდან და უცხოეთიდან. მინდა, განსაკუთრებული სიყვარულით მივესალმო ემიგრაციაში მყოფ ჩვენს თანამოქალაქეებს. ძალიან კარგად მესმის, თუ რამდენად დიდია მათი სურვილი, დაბრუნდნენ საქართველოში და ისინი აუცილებლად დაბრუნდებიან შინ, ევროპაში. დღეს არის განსაკუთრებული დღე ჩვენს ქვეყანაში, საქართველოს უახლეს ისტორიაში. მე კიდევ ერთხელ მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მოგილოცოთ დღევანდელი დღე, კანდიდატის სტატუსის მიღება. ეს არის ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქის დამსახურება, ეს არის იმ ბრძოლის შედეგი, რომელიც ჩვენ ამდენი წლის განმავლობაში გამოვიარეთ. მადლობა ყველას, ვინც თავისი წვლილი შეიტანა იმაში, რომ ჩვენი ქვეყანა ადგას იმ მნიშვნელოვან გზას, რასაც ევროინტეგრაცია და ევროპული მომავალი ჰქვია.

    ერთგვარ ტრადიციად იქცა, რომ რუსთაველის გამზირზე ვიკრიბებით და ერთად ვანათებთ ჩვენს ჯადოსნურ, ულამაზეს დედაქალაქს, ვანთებთ ქვეყნის მთავარ ნაძვის ხეს და ეს არ არის უბრალოდ ნაძვის ხის ანთების ღონისძიება. რა თქმა უნდა, ყველამ უნდა ჩავიფიქროთ სურვილები, რომ ხვალინდელი დღე იყოს კიდევ უფრო უკეთესი, გვქონდეს მშვიდობა, ეკონომიკური განვითარება, წინსვლა, დღეგრძელობა, ბედნიერება, რომ კეთილდღეობა იგრძნოს ამ ქვეყანაში მცხოვრებმა თითოეულმა ჩვენმა მოქალაქემ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

    ნაძვის ხინ ანთებას წინ თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა უძღვოდა.

    მისი ანთების შემდეგ კი იტალიელი მუსიკოსის, სტეფანო სინიორონის და მისი ბენდის კონცერტი გაიმართა.