სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • ტრაგედია ელ სალვადორში - 63 წლის მსაჯს ფეხბურთელი თავს დაესხა

    ტრაგედია ელ სალვადორში - 63 წლის მსაჯს ფეხბურთელი თავს დაესხა
    1 წლის და 10 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ეს სალვადორის რესპუბლიკაში საზარელი ამბავი მოხდა. ადგილობრივი გამოცემების ცნობით, გასულ უქმეებზე გამართული მატჩისას, მთავარ არბიტრს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.

    მსაჯი მალევე საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს. ხოსე არნოლდო ამაია 63 წლის და მსაჯობის 20-წლიანი გამოცდილება აქვს.

    ფაქტზე გამოძიება დაწყებულია, მაგრამ ამ მომენტისთვის, სამართალდამცველებმა არ იციან, რა მოხდა და ეჭვმიტანილებიც არ ჰყავთ. გამოცემა Diario El Salvador-ის ცნობით, მსაჯს თავს ფეხბურთელი დაესხა.

    მსაჯმა ის გააფრთხილა, რის შემდეგაც მან ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და წაქცეულს რამდენჯერმე დაარტყა.

    "ჯერჯერობით არ ვიცით, კონკრეტულად რა მოხდა. ამ ეტაპზე, განიხილება ვერსია, რომლის მიხედვითაც, დამნაშავე ფეხბურთელი იყო. ჯერჯერობით არავინ დაგვიკავებია და გამოძიება მიმდინარეობს“,- აცხადებს ადგილობრივი პოლიციის წარმომადგენელი.