სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • რას უნდა ელოდნენ ზოდიაქოს ნიშნები 2024 წელს

    რას უნდა ელოდნენ ზოდიაქოს ნიშნები 2024 წელს
    4 თვის და 2 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ნახეთ, როგორი 2024 წელი გელოდებათ თქვენი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით.

    ვერძი
    თქვენთვის მრავალი შესაძლებლობა გაიხსნება. უნდა იყოთ მზად, მიიღოთ გამოწვევები, რომლებიც გზაზე შეგხვდებათ. გაჩნდება შესაძლებლობები - ერთ-ერთი იქნება ისეთი, რომელიც დასაბამს მისცემს პერსპექტიულ და სასარგებლო ნაცნობობას. ასეთი შემთხვევითობა რომ მოხდეს, მოგიწევთ, ენდოთ თქვენს ინტუიციას და ასევე, შესაძლოა, უწყინარ, მაგრამ მაინც - ავანტიურაში ჩაებათ. ასევე ასტროლოგები გირჩევენ, განვითარდეთ თქვენ საქმეში, რომელიც მოგწონთ. არ მოერიდოთ ექსპერიმენტებს ამ კუთხით - ოღონდ ექსპერიმენტები წინდახედულებით უნდა გამოირჩეოდეს. ეს შემოსავლების გაზრდის ალბათობას მოგცემთ.

    კურო
    დრაკონის წელი კუროებისთვის იქნება როგორც წარმატებების, ისე გამოწვევების წელი. მოგიწევთ სირთულეებთან და შეცდომებთან შეჯახება. ეს თქვენთვის ერთგვარი გამოცდა გახდება. თუმცა, არ უნდა შეგეშინდეთ - ასეთი გამოწვევები აუცილებელი რესურსების მობილიზებას მოახდენს თქვენში - თითქოს არსაიდან გამოჩნდება სულიერი ძალა და სიმტკიცე, რაც სირთულეების გადალახვაში დაგეხმარებათ. წაგადგებათ, თუ შეცდომებს ფილოსოფიურად შეხედავთ - თითოეული შეცდომა, როგორც ზრდისა და გაუმჯობესების შესაძლებლობა. გამოწვევების გარდა, დრაკონის წელი არაერთ ბედნიერ მომენტს, საქმეებში წარმატებულ შედეგს გაჩუქებთ. თქვენი შრომისმოყვარეობა ნაყოფს გამოიღებს.

    ტყუპი

    2024 წელს დადებითი ცვლილებები გელოდებათ პირად ცხოვრებაში და ოჯახში. დროის დიდ ნაწილს გრძნობებსა და ემოციებს დაუთმობთ ახლობლებთან მიმართებით. თქვენი გულგახსნილობა ნაყოფს გამოიღებს - გაჩნდებიან ახალი ნაცნობები, საურთიერთობო წრე გაფართოვდება და უფრო საინტერესო გახდება. თუმცა, პოპულარობამ თქვენი ყურადღება არ უნდა მოადუნოს - არ უნდა მიუშვათ ოჯახისა თუ სამსახურის საქმეები, გადაუჭრელი პრობლემები. ნუ გადადებთ საქმეებს - იყავით ორგანიზებული და სისტემატური. ეს თქვენთვის არაა უბრალო ამოცანა, ასე რომ, თავს ძალა უნდა დაატანოთ.
    კირჩხიბი
    დრაკონის წელი კირჩხიბებს ბალანსს გპირდებათ. ხშირად გექნებათ შინაგანი ჰარმონიის განცდა საკუთარ თავთან და ირგვლივ მყოფებთან. თუ ამ მდგომარეობის შენარჩუნებას შეძლებთ - არ გაღიზიანდებით წვრილმანებზე, იმუშავებთ თქვენს თავზე და თავშეკავებული იქნებით - ცხოვრების სხვადასხვა სფეროში შეძლებთ წარმატების მიღწევას. სიმშვიდის ენერგია თქვენი მთავარი ძალა გახდება 2024 წელს. მას ჰობი და შემოქმედება განამტკიცებს - თქვენი გატაცება, შესაძლოა, განვითარების წყარო გახდეს.

    ლომი

    ჩინურ ჰოროსკოპში დრაკონი ლომის „ტყუპისცალია", ასე რომ, ცეცხლის ნიშნის წარმომადგენლებს დადებით მომენტებს მოუტანს. შეგიძლიათ თამამად შეასხათ ხორცი თქვენს ამბიციებს. გექნებათ კარიერული ზრდის შესაძლებლობები, წარმატების მიღწევის შანსები. გარდა ამისა, საკმაოდ მომხიბლავი იქნებით საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებისთვის - დიდი ალბათობით, ეს ბევრი თქვენგანის პირად ცხოვრებაზე აისახება.
    ქალწული
    კარიერაში მეტი სიმტკიცის გამოჩენა მოგიწევთ, მაგალითად, უნდა შეწყვიტოთ თქვენი ინიციატივების, დაწინაურების სურვილის დამალვა. ასევე გაგიჩნდებათ სურვილი, თქვენი ცოდნა გააღრმავოთ ან ახალი ცოდნა მიიღოთ. ეს პროფესიულ სარბიელზე წარმატებებს მოგიტანთ. ანუ, თქვენთვის საუკეთესო ვარიანტია, ინვესტიცია საკუთარი თავის გაუმჯობესებაში ჩადოთ. დრაკონი ხელგაშლილი იქნება ფულის მხრივაც - არ გაგიკვირდეთ, თუ ფინანსები არსაიდან, მოულოდნელად გაჩნდება. ეს მოხდება, თუ შეწყვეტთ საკუთარ თავში ეჭვის შეტანას და ღია იქნებით სიახლეებისთვის.

    სასწორი
    2024 წელი სასწორებისთვის მეგობრობისა და მხარდაჭერის წელი იქნება. დრაკონი მოგცემთ საშუალებას, უფრო თავდაჯერებულად იგრძნოთ თავი და ძალას შეგმატებთ, რომ თქვენი პროექტების რეალიზაცია შეძლოთ. სასწორები წლის სიმბოლოს ენერგიას შეისრუტავთ - აქედან გექნებათ ძალა იდეების ხორცშესხმისთვის. გარდა ამისა, ვინც იაქტიურებს, დიდი ალბათობით, გაზრდის თავის შემოსავალს. დრაკონი ხომ ასევე ბარაქისა და სიუხვის სიმბოლოა. მისთვის დამახასიათებელია მათი წახალისება, ვინ სიმდიდრისკენ მიილტვის და არა დამუნათება.
    მორიელი
    მორიელისა და დრაკონის ტემპერამენტი რაღაცით ერთმანეთს წააგავს, ამიტომ თქვენთვის მრავალფეროვანი და დატვირთული პერიოდი იწყება, რომელიც კაშკაშა შთაბეჭდილებებით იქნება სავსე. აუცილებელია, გაჰყვეთ თქვენს ალღოსა და მისწრაფებებს, მაგრამ სიფრთხილე არ უნდა დაივიწყოთ: გზაზე შეიძლება გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც თქვენი თანხის ან იდეების მითვისებას გადაწყვეტენ. მათგან თავის შორის დაჭერა თანამოაზრეებთან ერთად იქნება შესაძლებელი. გუნდში მუშაობა მომგებიანი პერსპექტივაა, მაგრამ პირადის განდობისას მაინც ფრთხილად იყავით - ყველას არ ენდოთ.

    მშვილდოსანი

    მშვილდოსნებს 2024 წელს მნიშვნელოვანი ცვლილებები გელოდებათ, მაგრამ ნერვიულობა არ ღირს - ცვლილებები, ძირითადად, სასიხარულო იქნება. სასიამოვნო მოვლენები გზას გაგინათებთ. მაგრამ იმისთვის, რომ შესაძლო წარმატებები არ დააფრთხოთ, უნდა მოერიდოთ საცხოვრებლის ან სამუშაოს შეცვლას. აგვისტოში არის მოგების მიღების შანსი საქმიანი მივლინებიდან, სექტემბერსა და ოქტომბერში კი გარკვეული ფინანსური პრობლემები გელოდებათ.

    თხის რქა

    ბუნებით ბოძებული შრომისმოყვარეობა და სიჯიუტე საქმეებში პროგრესს გპირდებათ. თქვენი სტაბილურობა საიმედო ადამიანის რეპუტაციას მოგიტანთ. წარმატების ასეთ ტალღაზე არის რისკი, რომ მთლიანად სამუშაოზე გადაერთოთ და დასვენება დაივიწყოთ. მაგრამ დასვენების გარეშე თავი შეიძლება კუთხეში მიიმწყვდიოთ და ინტერესი დაკარგოთ იმის მიმართ, რაც გაღელვებდათ. პირად ცხოვრებაში სტაბილურობა გაბატონდება. ვისაც პარტნიორი ჰყავს, ყველაფერი კარგად აეწყობა. მარტოხელები ისწავლიან საკუთარი სტატუსით ტკბობას და სურვილის შემთხვევაში, რომანტიკულ ურთიერთობასაც გააბამენ.

    წყარო: sputnik საქართველო