სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • გიორგი ჯიქია: "არავინ იფიქროს, რომ ქართული ფედერაციისგან ფულს მივიღებდი, საუბარი მხოლოდ ამაზე იყო"

    გიორგი ჯიქია: "არავინ იფიქროს, რომ ქართული ფედერაციისგან ფულს მივიღებდი, საუბარი მხოლოდ ამაზე იყო"
    1 წლის და 9 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    მოსკოვის "სპარტაკის" ფეხბურთელმა და რუსეთის ნაკრების ვიცე-კაპიტანმა, გიორგი ჯიქიამ საინტერესო ამბავი გაიხსენა.

    "2016 წელს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციიდან დამიკავშირდნენ და მითხრეს, რომ მათ ნაკრებს ვჭირდებოდი. მითხრეს, პასპორტი დაჩქარებულად დამემზადებინა. არავინ იფიქროს, რომ მათგან რაიმე სარგებელს - ბინას ან ფულს მივიღებდი. საუბარი მხოლოდ წმინდა სპორტულ ჭრილში წარიმართა.

    მას მერე, რაც არჩევანი რუსეთის ნაკრებზე გავაკეთე, საქართველოდან ბევრი შეტყობინება მივიღე - ზოგი დადებითი, ზოგიც უარყოფითი. მეუბნებოდნენ, რომ 150 მილიონიანი ქვეყნის ნაკრებში ქართველი ფეხბურთელის ასპარეზობა სიამოვნებდათ. ბევრმა ისიც მომწერა, რომ სამშობლო ფულზე გავყიდე", - იხსენებს ჯიქია.