სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • ვის აცრიან კოვიდზე მეორე ბუსტერდოზით – მინისტრის ახალი ბრძანება

    ვის აცრიან კოვიდზე მეორე ბუსტერდოზით – მინისტრის ახალი ბრძანება
    1 წლის და 10 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ზურა აზარაშვილის გუშინდელი ბრძანებით, Covid19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის მეორე ბუსტერდოზით აცრა ჩაუტარდება 50 წლის და უფროსი ასაკის ყველა მსურველს.

    ბრძანებაში ხაზია გასმული იმაზე, რომ განსაკუთრებულად აცრაზე უნდა იზრუნონ იმუნოკომპრომეტირებული და ქრონიკული დაავადებების მქონე პირებმა, ასევე ხანგრძლივი მოვლის თავშესაფარში მცხოვრებმა პირებმაც.

    ასევე მეორე ბუსტერდოზით აცრა ჩაუტარდება 12-49 წლის ასაკის იმუნოკომპრომეტირებული და ქრონიკული დაავადებების მქონე პირებს. ასევე 12-17 წლის ასაკობრივ ჯგუფში მეორე ბუსტერდოზა ტარდება ამცრელი დაწესებულებისთვის ექიმის მიმართვის წარდგენის საფუძველზე. რაც შეეხება 18-49 წლის ასაკობრივ ჯგუფს, ისინი აიცრებიან დაავადების დამადასტურებელი ნებისმიერი დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში.

    ასევე მეორე ბუსტერდოზით აიცრებიან სამედიცინო დაწესებულებაში მომუშავე პირები.

    "ვაქცინის მეორე ბუსტერდოზის ჩატარება 18-49 წლის ასაკობრივ ჯგუფში დასაშვებია სწავლის, მკურნალობის ან სხვა მიზნით საზღვარგარეთ გამგზავრების შემთხვევაში, მიმღები ქვეყნის რეგულაციების შესაბამისად. მოგზაურობის მიზნებისთვის მეორე ბუსტერდოზის ჩასატარებლად, მოქალაქემ ამცრელ დაწესებულებას უნდა წარუდგინოს ბილეთის ჯავშანი.

    ვაქცინის მეორე ბუსტერდოზით ადმინისტრირება უნდა განხორციელდეს პირველი ბუსტერდოზით ვაქცინაციის დასრულებიდან მინიმუმ 4 თვის შემდეგ. მე-2 ბუსტერდოზად შესაძლებელია გამოყენებული იყოს იგივე ან სხვა ვაქცინა.“
    - წერია მინისტრის ბრძანებაში.