სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "ეს გოგო სწორედ ამის გამო შემიყვარდა" - რას ამბობს ლაშა ტალახაძე მეუღლეზე

    "ეს გოგო სწორედ ამის გამო შემიყვარდა" - რას ამბობს ლაშა ტალახაძე მეუღლეზე
    2 თვის და 1 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ქართველი ძალოსანი ლაშა ტალახაძე, ორგზის ოლიმპიური ჩემპიონია. ლაშამ ამ წარმატებებამდე რთული გზა გაირა, სადაც მეუღლის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია.

    ლაშას ყოველთვის გვერდში უდგას მისი მეუღლე, რომელიც მას გამარჯვებამდე ამ სიტყვებით ამხნევებდა: "მიყვარხარ განუსაზღვრელად, წინ გამარჯვებისკენ ჩემო გმირო. ჩემო ცხოვრება, ჩემო განუმეორებელო ადამიანო ვიცი და მჯერა ღვთის ის დიდი ძალა და სიყვარული ყველაფერს შეგაძლებინებს".

    ლაშას მეუღლე, 27 წლის ანი დემურიაა. მათი სიყვარულის ისტორია ბათუმში დაიწყო, ისინი 2018 წელს დაოჯახდნენ.

    ერთ-ერთ ინტერვიუში ლაშა ამბობდა, რომ ის ანის სილამაზემ მოხიბლა.

    "ურთიერთობებში მთავარი გაგებაა. ეს გოგო სწორედ ამის გამო შემიყვარდა. რთული რეჟიმი მაქვს, მაგრამ ამას გაგებით ეკიდება“.

    ანის და ლაშას ორი შვილი, მარიამი და ელენე ჰყავთ.

    "ბედნიერი ვარ, რომ ჩემი მეუღლის სახით, მხარში მიდგას ადამიანი, რომელიც ხელს მაქსიმალურად მიწყობს", - ამბობს ერთ-ერთ ინტერვიუში ლაშა ტალახაძე.