სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "ემოციურობამ ძალიან მაჯობა..." - საახალწოდ პურის რიგში ბებოს წარმოუდგენელი რამ შეემთხვა

    "ემოციურობამ ძალიან მაჯობა..." - საახალწოდ პურის რიგში ბებოს წარმოუდგენელი რამ შეემთხვა
    4 თვის და 2 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ახალი წელი არის ის დღესასწაული, რომელიც ალბათ ყველას გვიყვარს. ის ასოცირდება ოჯახურ ბედნიერებასთან, სითბოსთან, სიხარულთან და საყვარელ ადამიანებთან ერთად ახალი წლის იმედების ჩასახვასთან. ახალ წელს პურის რიგის ტენდენცია, რომ უკვე ტრადიციადაა ჩამოყალიბებული ესეც კარგად ვიცით და თითქოს ამითაც კი გამორჩეულია ეს დღესასწაული. პურის რიგში უფროსი ხალხისგან რას არ გაიგებთ თანაც. ერთხელ მაინც თუ მდგარხართ მიხვდებით, რასაც ვგულისხმობ.

    სწორედ ამ ახალი წლის მოახლოებისას სოც.ქსელში ემოციური ისტორია გამოქვეყნდა, რომელიც საკმაოდ კარგად უსვამს ადამიანობის არსს ხაზსს.

    "31 დეკემბერია, ჩემთან რა თქმა უნდა ერთი ამბავია, მიდის მზადება საახალწლოდ, კერძები, სიმღერები, უგემრიელესი სუნები ტრიალებს მოკლედ. პურის დროც დადგა და ჩავედი ჩემს კორპუსთან ახლოსვე თონესთან და ჩავდექი უშველებელ რიგში, ნუ როგორც ხდება ხოლმე, ჩვეულად ყოველ ახალ წელს ისე. ძირითადად ხანშიშესული საზოგადოება იყო ამ რიგში და მიდიოდა ახალგაზრდობის, შვილების, შვილიშვილების ისტორიების გახსენება. მოკლედ პურის რიგი მაინც სულ სხვაა რაა...

    თუმცა ერთმა ფაქტმა ძალიან დამამძიმა, დამასევდიანა, თუმცა ამავე დროს ადამიანების სიყვარული ერთი-ორად გამიძლიერა. მოდის ბებო რიგში, იკითხა ვინ იყო ბოლო, ბოლო მე ვიყავი და დადგა ჩემს უკან. ველოდებით რიგს, ეს ბებო საყვარელი პარკითაა მოსული, ალბათ იქ უნდა ჩააწყოს პურები, რომ წაიღოს საახალწლოს სახლშითქო ვფიქრობდი, თუმცა...

    "ბებო, შენ ოჯახში მიგაქვს? ახალი წელი უნდა აღნიშნოთ ხომ ბებო?" - მეკითხება და მეც რა თქმა უნდა თანხმობით ვუპასუხე, თავად კი რაც მითხრა არასდროს დამავწიყდება - "რა კარგია ოჯახი, რომ გყავს ბებო, მოუფრთხილდი, ის ყველაზე ძვირფასი რამაა, აი მე ახალ ერთი პურის გამო ვარ აქ მოსული, აღარც ქმარი მყავს, შვილებს არც ვახსოვარ, არ ვიცი ცხოვრებამ ასე რატომ გამწირა, მაგრამ ფაქტი ესაა. წავალ ახლა და ამ ერთი პურით ორი სამი დღე მაინც გავატან შვილო. აი შენ კი იცოდე, რომ მშობლებზე და ოჯახზე ძვირფასი, არაფერია ამქვეყნად."

    ამ დროს კი მას თურმე მხოლოდ მე კი არა, მთელი რიგი უსმენდა. ჯერ ხომ ყველამ ადგილი დაუთმო. წინ მდგომმა კაცმა პური უყიდა და დიდი პატივისცემით ბებოს ას ლარიანი გაუწოდა, მეორემ 50 ლარიანი, მესამემაც 50 ლარი აჩუქა და ბებოს ცრემლები წასკდა. ეს ყველაფერი მე ამისთვის არ მომიყოლიაო, თუმცა ფულის მიღება სამივემ ისე სთხოვა, ბებოს წინააღდეგობას აზრიც არ ჰქონდა. უბრალოდ მიხარია, რომ ადამიანობა სრულად არასდროს დაგვიკარგავს და არც დავკარგავთ, რადგან ვართ ქართველები და ჩვენ გვიყვარს ერთამანეთი."