სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "შენ ასეთი დედა ხარ და მღვდელზე ამბობ რამეს?" - მგზავრის და მღვდელის საოცარი დიალოგი ავტობუსიდან

    "შენ ასეთი დედა ხარ და მღვდელზე ამბობ რამეს?" - მგზავრის და მღვდელის საოცარი დიალოგი ავტობუსიდან
    4 თვის და 2 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    საქართველოში მღვდლებზე და საეკლესიო თემატიკაზე საუბარი მუდამ აქტუალურია და მუდამ ყველა ექსპერტულ დასკვნებსა და რჩევებს გამოთქვამს, მისი ცოდნიდან და აზროვნებიდან გამომდინარე.

    სახალხო გარჩევის ადგილები კი ნებისმიერი ყოფითი ლოკაცია ხდება ხოლმე, ტრანსპორტი, გაჩერებები, რიგი და ა.შ

    ერთ-ერთი ფეისბუქ მომხმარებელი, ავტობუსში ისეთ დიალოგს შეესწრო, რომ მისი ჩვენთვის არ გაზიარება ვერ შეძლო და ასეთ პოსტს აქვეყნებს.

    "დღეს ავტობუსში ერთი ქალი ლანძღავდა მღვდლებს. ლანძღავდა თანაც როგორ, საშინლად. გამოხატავდა უნდობლობას, რა არ მიაწერა მათ, მაგრამ ყველაზე მთავარი იყო ის, რომ ავტობუსში მგზავრთა შორის, ერთ-ერთი მღვდელიც გახლდათ. აშკარად ის მას აცლიდა საუბარს და ყურადღებით უსმენდა, ელოდა თითქოს, როდის დაასრულებდა ქალბატონი საუბარს და როდესაც გაჩერდა, ასეთი რამ უთხრა:

    "თქვენ ბევრი პრეტენზიები გაქვთ მღვდლებთან, მაგრამ ისინი ხომ უფალს ზეციდან პარაშუტით არ გადმოუყრია?" მათ ჩვეულებრივი ადამიანური სისუსტეები აქვთ, მაგრამ აი რა მითხარით ერთი რამ, ისეთი დედა, როგორიც თქვენ ხართ - შეღებილი და ქორისფრჩხილებიანი, როგორ ბავშვს გააჩენს და როგორ აღზრდის მას? და როგორი მოძღვარი ან ბერი გახდება იგი, როცა გაიზრდება, თუ საერთოდ გახდება."

    მღვდელმა ეს ყველაფერი ამ ქალს ისე უთხრა, უკუკავშირი არა აგრესიული, არამედ საერთო არ მიუღია, ეს ქალი დადუმდა და მის მერე ხმა აღარც ამოუღია, ვინ იცის რამდენ რამეზე დაფიქრდა ის და არა მარტო ის."