სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "ცოლმა მთხოვა სხვა ქალი შენთან რამდენიმე საათის გატარებაზე ოცნებობს და შეხვდიო" - ისტორია საოცარი დასასრულით

    "ცოლმა მთხოვა სხვა ქალი შენთან რამდენიმე საათის გატარებაზე ოცნებობს და შეხვდიო" - ისტორია საოცარი დასასრულით
    4 თვის და 2 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ფეისბუქი და ზოგადად სოც-ქსელები არის ის ადგილი, სადაც საოცარ ისტორიებს, პოსტებსა თუ ემოციებით დატვირთულ ფაქტებს წაიკითხავთ. საზოგადოება არ უფრთხის გულწრფელ გამოხატულებებს, აზრების გაცვლას და რჩევების მიღება-გაცემას.

    ერთ-ერთი ისტორია, რომელიც ყველაზე უცნაურად ჟღერს, მაგრამ საკმაოდ ღრმაა ძალიან უცხოდ მოგეჩვენებათ თავიდან, თუმცა ნამდვილად დაგაფიქრებთ, დაგაფიქრებთ მშობლებისადმი დიდ სიყვარულზე.

    "12-წლი­ა­ნი თა­ნა­ცხოვ­რე­ბის შემ­დეგ ჩემ­მა მეუღლემ მო­ი­სურ­ვა, რომ ერთ დღეს სხვა ქალი და­მე­პა­ტი­ჟე­ბი­ნა ვახ­შმად. მი­თხრა, ძა­ლი­ან მიყ­ვარ­ხარ, მაგ­რამ ვიცი, არსე­ბობს სხვა ქა­ლიც, რო­მელ­საც ასე­ვე ძა­ლი­ან უყ­ვარ­ხარ და ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი იქ­ნე­ბა, თუ მას­თან გა­ა­ტა­რებ დრო­სო. ვიცი ალბათ თავიდანვე სულ სხვაგან წახვედით ყველა, ვინც ამას კითხულობთ, თუმცა რეალობა ესაა - "სხვა ქალი", რო­მელ­საც ჩემი მეუღლე გუ­ლის­ხმობ­და, დედა­ჩე­მი გახ­ლდათ, რო­მე­ლიც 19 წლის წინ დაქვრივ­და.

    მე ოჯახი, სამი შვილი მყავს და სამ­სა­ხუ­რის გამო მხო­ლოდ ტე­ლე­ფო­ნით ვა­ხერ­ხებ­დი მის მო­კი­თხვას, მის მონახულებას წე­ლი­წად­ში ერთხე­ლაც ძლივს ვახერხებდი, მა­ში­ნაც გულიანად და ჯეროვნად ვერ. სა­კუ­თარ დე­დას­თან შეხ­ვედ­რა­ზე ცოლს უარს რო­გორ ვე­ტყო­დი?!

    ავ­დე­ქი და სა­ღა­მოს და­ვუ­რე­კე, თან ვახ­შმად და კი­ნო­შიც დავ­პა­ტი­ჟე. დავურეკე და მისი პასუხი ასეთი იყო - რა მოხ­და, ხომ კარ­გად ხარ? - შეშ­ფო­თე­ბულ­მა მკი­თხა. დედა ზუს­ტად ის ქა­ლია, ყო­ველ­თვის ცუდ­ზე რომ ფიქ­რო­ბენ და ტე­ლე­ფო­ნის ზა­რი­დან მხო­ლოდ ცუდ ამ­ბებს ელი­ან. - "რა უნდა მომ­ხდა­რი­ყო, უბ­რა­ლოდ ვი­ფიქ­რე ესი­ა­მოვ­ნე­ბა ჩემი ნახ­ვათქო" - ასე ვუპასუხე და თავად და­ფიქ­რდა, დამ­თან­ხმდა.

    პა­რას­კევს სამ­სა­ხუ­რის მერე გა­ვუ­ა­რე. თქვენ წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ვნერ­ვი­უ­ლობ­დი. მან­ქა­ნა რომ მისი სა­დარ­ბა­ზოს წინ გა­ვა­ჩე­რე, უკვე კარ­თან იდგა. შე­ვამ­ჩნიე, რომ ისიც ღე­ლავ­და. სახ­ლის კარ­თან იდგა. მხრებ­ზე პალ­ტო მო­ეს­ხა, თმა და­ეხ­ვია, კა­ბაც ვი­ცა­ნი - ქორ­წი­ნე­ბის ბოლო წლის­თავ­ზე ეცვა. ჩემს მე­გობ­რებს ვუ­თხა­რი, შვილ­მა რესტო­რან­ში დამ­პა­ტი­ჟამეთ­ქი. ყვე­ლა და­ნაღ­ვლი­ან­და, - მი­თხრა დე­დამ მან­ქა­ნა­ში ჩაჯ­დო­მის შემ­დეგ." - წერს გიორგი გამრეკელი.