სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "ბავშვის ნათლობიდან მეორე დღეს მეუღლე გამშორდა, მთავარი კი წინ მელოდა" - სოც.ქსელში გავრცელებული მძიმე ისტორია

    "ბავშვის ნათლობიდან მეორე დღეს მეუღლე გამშორდა, მთავარი კი წინ მელოდა" - სოც.ქსელში გავრცელებული მძიმე ისტორია
    4 თვის და 2 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    სიყვარული ისეთი, რამაა რასაც წინ ვერ აღუდგები. ის მბრძანებელია ჩვენი ყველასი და საკმაოდ ძლიერად შეუძლია ადამიანთა მართვა.

    რა არ გაუკეთებია ადამიანისთვის სიყვარულს, აუშენებია მისი ცხოვრება, დაუნგრევია, ბედნიერებისგან ცამდე აუყვანია, ზოგჯერ გაუუბედურებია. ამ შემთხვევაში კი ეს ისტორია აშკარად მეორე ვარიანტს ეხება, რომელის ცხოვრების დანგრევასა და გაუბედურებას გულისხმობს.

    ერთ-ერთმა მოქალაქემ სოც.ქსელში მისი ისტორია განზრახ ყველას გაგვიზიარა"

    "ვერასდროს წარმოვიდგენდი პირად ცხოვრებას თუ გამოვამზეურებდი, მაგრამ, თურმე არასდროს არ ვიცით წინასწარ, რას გავაკეთებთ მომავალში. ამ ნაბიჯის გადადგმა კი გადამაწყვეტინა იმ დრამამ, რაც ჩემს სახლში, ჩემს ოჯახში მოხდა.

    50 წლამდე ცოლი არ მყოლია. ესეც იმიტომ მოხდა, რომ სპორტსმენი ვიყავი, სულ აქეთ-იქით ვმოგზაურობდი, თან ძალიან გამანებივრეს ათასნაირი ჯურის ქალებმა და, მოკლედ, ვერ მოვიცალე და სერიოზულად არც მიფიქრია ოჯახის შექმნაზე. სულ ვამბოდი, რა მეჩქარება, მოვა დრო და ამ საქმესაც მივხედავ-მეთქი, მაგრამ, დრო კი არ მოვიდა, არამედ – წავიდა, ისე გაფრინდა, რომ მოხედვაც ვერ მოვასწარი.

    50 წლის ასაკში მივხვდი, რომ მარტო დავრჩი და, სანამ ჯერ კიდევ ყოჩაღად ვგრძნობდი თავს, უნდა სასწრაფოდ მეპოვა ქალი. აქტიურად დავიწყე ძებნა და ახლობლებიც ჩავრთე ამ საქმეში. დიდი რჩევა-რჩევის შემდეგ, ნათესავმა გამაცნო ჩემზე ოცი წლით უმცროსი, განათხოვარი ქალი. მისი განათხოვრობა ჩემთვის პრობლემა არ იყო, მით უმეტეს, რომ ძალიან მომეწონა. მასაც მოვეწონე და ერთ თვეში ხელიც მოვაწერეთ. ჩემზე ბედნიერი კაცი არ მეგულებოდა, ისეთი ხასიათის ქალი გამოდგა.

    რამდენიმე თვის შემდეგ ჩემმა ცოლმა მახარა, ორსულად ვარო და საერთოდ ცაში დავიწყე ფრენა. ისე გამიხარდა, აღარ ვიცოდი, მადლობა რითი გამომეხატა და მთელი ჩემი ქონება ცოლის სახელზე გადავაფორმე – ვიფიქრე, უკვე ასაკში ვარ და, რამე რომ დამემართოს, რატომ უნდა იწვალოს მემკვიდრეობის მისაღებად-მეთქი.

    შვილი რომ გაჩნდა, ჭკუაზე არ ვიყავი სიხარულით, მაგრამ, თურმე, მოიცა... ბავშვის მონათვლის მეორე დღეს ცოლმა მითხრა, გეყრებიო. ეს ისეთი ელდა იყო, ვერ აგიწერთ. მაგრამ, თურმე მთავარი წინ მელოდა: სული რომ მოვიბრუნე და მიზეზი ვკითხე, მიპასუხა, ეს ბავშვი შენი შვილი არ არის, მამამისმა ცოლად შერთვაზე თანხმობა მითხრა და შენგან მივდივარო. მე ინფარქტით დამაწვინეს კლინიკაში, ის კი წავიდა ბავშვიან-ქონებიანად და დამტოვა ასე სულიერად და მატერიალურად ნულზე. კიდევ კარგი, ჩემს ძმას ჰქონდა დაკეტილი ოროთახიანი ბინა და იქ გადამიყვანეს საავადმყოფოდან. აი, ასე გავუბედურდი. ახლა აღარც კი ვიცი, როგორ უნდა ვიცხოვრო."