სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • ბაკურიანი მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში - ნახეთ დეტალები

    ბაკურიანი მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში - ნახეთ დეტალები
    4 თვის და 2 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ბაკურიანი მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრშია ,მოგულის დისციპლინაში მიმდინარე მსოფლიო თასის გათამაშება პირდაპირი ტრანსლაციით 17 ქვეყანაში გადაიცემა. სულ მსოფლიო პირველობაში 17 ქვეყნის 90 სპორტსმენი მონაწილეობს, რომელთა შორის მოქმედი მსოფლიო ჩემპიონები და სხვადასხვა სინჯის მედლების მფლობელებიც არიან.

    მოგულსის დისციპლინაში მიმდინარე ტურნირზე 16 ქვეყნის (აშშ, კანადა, ავსტრია, საფრანგეთი, შვეიცარია, ავსტრალია, შვედეთი, ჩინეთი, ყაზახეთი იაპონია, კორეა, ესპანეთი, იტალია, გერმანია, ფინეთი, ნიდერლანდები,) 90 სპორტსმენი მონაწილეობს. ბაკურიანიდან პირდაპირი ტრანსლაციით ტურნირი მსოფლიოს 17 ქვეყანაში გადაიცემა. ამ დისციპლინაში საერთაშორისო ტურნირი ბაკურიანში პირველად ტარდება, თუმცა სამთო-სათხილამურო კურორტი, ზამთრის სახეობების ელიტარულ შეჯიბრებებს ზედიზედ უკვე მეორე წელია მასპინძლობს.

    შეჯიბრის პირველი დღე, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე გრძელ ტრასაზე ჩატარდა, საკმაოდ დაძაბული გამოდგა, ხოლო ფინალურ რაუნდში მონაწილეობის უფლება 32-მა საუკეთესო სპორტსმენმა მოიპოვა. მსოფლიო თასის გამარჯვებულების ვინაობა ხვალ გაირკვევა.

    მსოფლიოს სათხილამურო ფედერაცია ბაკურიანის გარდა ელიტარული საერთაშორისო შეჯიბრებების ჩატარებას გუდაურშიც გეგმავს.

    შეგახსენებთ, რომ ბაკურიანმა მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება 2018 წელს საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის 51-ე სათხილამურო კონგრესზე გამართულ წილისყრაზე მოიპოვა. 2021 წელს, კი ავსტრიის ქალაქ ზოლდენში სწორედ იოჰან ელიაშმა გადასცა საქართველოს, საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის დროშა. მას შემდეგ კი ბაკურიანში მრავალი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. ბაკურიანში შეიქმნა ხელოვნური გათოვლიანების სისტემა, აშენდა ახალი საბაგიროების ქსელი და მოეწყო ტრასები.