სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • მიზეზი ცნობილია - რატომ ეშინიათ საფრანგეთსა და გერმანიას უკრაინის გამარჯვების

    მიზეზი ცნობილია - რატომ ეშინიათ საფრანგეთსა და გერმანიას უკრაინის გამარჯვების
    1 წლის და 10 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    პუბლიცისტმა ანდრეი პიონტკოვსკიმ NV-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ საფრანგეთისა და გერმანიის ხელისუფლებას უკრაინის გამარჯვებისა და რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის დამარცხების ეშინიათ.

    "საფრანგეთსა და გერმანიას ეშინიათ უკრაინის გამარჯვებისა და პუტინის დამარცხების, რადგან უკრაინის გამარჯვება შეცვლის საერთაშორისო ურთიერთობების მთელ სტრუქტურას ასევე ევროპის უსაფრთხოების სტრუქტურას. ბოლოს და ბოლოს, ყოველი მსოფლიო ომის შემდეგ, მოდით ყველაფერს თავის სახელი დავარქვათ. ის, რაც ახლა ხდება, არის მსოფლიო ომი და ახალ წესებს და სტრუქტურას განსაზღვრავენ გამარჯვებულები“ - აცხადებს პუბლიცისტი.

    "საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ღიად აცხადებს: „მე შემიძლია ვიყო შუამავალი, მე ვარ ერთადერთი შუამავალი, ვისთანაც მოსკოვი ისაუბრებს“

    "დაე, თვითონ ილაპარაკონ, მაკრონი შუამავალია, მიუხედავად იმისა, რომ დიქტატორთან შუამავლები არავის დასჭირდება“,
    – განაცხადა პიონტკოვსკიმ NV-სთან ინტერვიუში.

    პიონტკოვსკის თქმით, გერმანელებს უფრო მეტად ეკონომიკა და ბიზნესი აინტერესებთ. ისინი "იაფი გაზისა და პრივილეგირებული ეკონომიკური ურთიერთობებისთვის კრემლს ემსახურებიან,"

    “ამიტომ იყენებს ეს ორი ქვეყანა შემდეგ ფრაზებს: "ნუ გავამძაფრებთ,საშიშია, პუტინი ატომურ იარაღს გამოიყენებს" და ა.შ. თუმცა ეს შანტაჟი დასრულდა. აღარავის ეშინია პუტინის ატომური ბომბის. საფრანგეთს და გერმანიას ეშინიათ უკრაინის გამარჯვების და მისი ახალი როლის საერთაშორისო ურთიერთობებში“,
    - დასძენს პოლიტოლოგი.