სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • “ მარიტამ თავი ყველაზე მეტად ამით შემაყვარა” - რა გაუკეთა მარიტამ მამა შალვას

    “ მარიტამ თავი ყველაზე მეტად ამით შემაყვარა” - რა გაუკეთა მარიტამ მამა შალვას
    4 თვის და 1 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    თბი­ლი­სის ვა­კის მა­ცხოვ­რის ფე­რის­ცვა­ლე­ბის სა­ხე­ლო­ბის ტაძ­რის წი­ნამ­ძღვა­რი მამა შალ­ვა კე­კე­ლია მარიტა მეფარიშვილის შესახებ საუბრობს. მარიტა ის 13 წლის თავგანწირული ბავშვია, რომელიც ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსატანად ჩასულ 2 მოზარდის საშველად შადრევანში ჩავიდა. შადრევანი ამ შემთხვევის წინა დღეს თავად კახა კალაძემ გახსნა საზეიმოდ.

    საქმეზე 9 პირია დაკავებული, მათ შორის, მერიის თანამშრომელი.

    დაკავებულებს პროკურატურამ ბრალი 19 ოქტომბერს წარუდგინა სამსახურებრივი, ასევე, საწარმოში ჩადენილი გულგრილობის, სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების, დამზადებაში წაქეზების, გამოყენების და გასაღების ფაქტებზე.