სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • ლაზარე კუპატაძემ დინამო ბათუმი დატოვა? - ახალი ცნობები ბათუმიდან

    ლაზარე კუპატაძემ დინამო ბათუმი დატოვა? - ახალი ცნობები ბათუმიდან
    1 წლის და 9 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    როგორც crystalsport იტყობინება, ბათუმის "დინამო" ლაზარე კუპატაძემ დატოვა. რამდენიმე დღეში ბათუმელებმა "ლეხ პოზნანს" უნდა უმასპინძლონ და ეს ინფორმაცია ძალიან მოულოდნელი იყო.

    კუპატაძე "დინამო ბათუმში" 2021 წლიდან ირიცხება, ამ პერიოდის განმავლობაში მან 51 მატჩი ჩაატარა და ბათუმელებთან ერთად საქართველოს ჩემპიონიც გახდა.

    28 ივლისს "დინამო ბათუმი" "ლეხთან" საპასუხო შეხვედრას გამართავს, მაგრამ მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსი ძალიან მცირე აქვს, რადგანაც პირველ მატჩში 5:0 დამარცხდა.