სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "ასეთ შემთხვევაში სეზონს ვერ დავიწყებთ"- სერია A-ს სტარტმა და "ნაპოლიში" კვარაცხელიას ოფიციალურმა დებიუტმა შესაძლოა, გადაიწიოს

    "ასეთ შემთხვევაში სეზონს ვერ დავიწყებთ"- სერია A-ს სტარტმა და "ნაპოლიში" კვარაცხელიას ოფიციალურმა დებიუტმა შესაძლოა, გადაიწიოს
    1 წლის და 8 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    სერია A-ს პრეზიდენტმა ლორენცო კასინიმ განაცხადა, რომ თუ იტალიაში ასეთი ცხელი ამინდები შენარჩუნდება, დიდი ალბათობით, ჩემპიონატის სტარტის გადადება მოუწევთ.

    იტალიის სერია A-ს 2022/23 წლების სეზონი, წესით, 13 აგვისტოს უნდა დაიწყოს, იტალიაში კი ახლა საშუალო ტემპერატურა 36 გრადუსს აღწევს.

    კასინიმ თქვა, რომ მომავალი სეზონი ისედაც ანომალიური იქნება, რადგან ზამთარში მუნდიალი უნდა გაიმართოს, თუმცა, თუ ქვეყანაში ცოტა არ აგრილდება და ტემპერატურა არ დაიწევს, ფეხბურთის თამაში უბრალოდ შეუძლებელი იქნება.