სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • როგორ მოიქცევიან ზოდიაქოს ნიშნები ღალატის დროს - რომელი იქნება ყველაზე სასტიკი თუ უღალატებთ

    როგორ მოიქცევიან ზოდიაქოს ნიშნები ღალატის დროს - რომელი იქნება ყველაზე სასტიკი თუ უღალატებთ
    4 თვის და 1 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ტყუპები

    ამ ნიშნის წარმომადგენლებს დიდი დრო სჭირდებათ მონათესავე სულის საპოვნელად. მაგრამ როდესაც ეს მოხდება, ტყუპები მთლიანად მიენდობიან მას. ისინი ერთგული პარტნიორები არიან და არასოდეს იტყუებიან. იმავე დამოკიდებულებას ელიან პარტნიორისგანაც. ტყუპებს სურთ, რომ მათი პარტნიორი მხოლოდ მას ეკუთვნოდეს. თუ ეს შეუძლებელია, მაშინ ისინი უყოყმანოდ დაშორდებიან საყვარელ ადამიანს. ღალატის შემდეგ მათ შეიძლება ძალიან დიდი დრო დასჭირდეთ, რომ ისწავლონ ადამიანების ნდობა.

    კირჩხიბი

    კირჩხიბისთვის ემოციური ღალატი ფიზიკურზე უარესია. ასეთ შემთხვევაში უკან არ დაბრუნდება და განაგრძობს ცხოვრებას. მოღალატეს კირჩხიბთან დაბრუნების შანსი არ ექნება. ამ ნიშნის წარმომადგენელი მთლიანად გამორიცხავს მატყუარასთან ერთად ცხოვრებას, თითქოს ის არასოდეს ყოფილიყო მისი ნაწილი. მას ვერავინ გადაარწმუნებს.

    ქალწული

    ქალწულები ბუნებრივად დაჯილდოვებულნი არიან სხვა ადამიანებზე ზრუნვის ნიჭით. მოტყუება ჯერ მათ სრულ დაბნეულობას იწვევს, შემდეგ კი უმწეობის განცდამდე მიდიან. ისინი ადვილად უმკლავდებიან ნებისმიერ პრობლემას, მაგრამ როცა საქმე ურთიერთობაში ღალატს ეხება, ის დეპრესიით მთავრდება. ისინი ვერ იშორებენ ნეგატიურ აზრებს და, საბოლოოდ მიდიან დასკვნამდე, რომ მათ არავინ უსურვებთ სიკეთეს. ქალწულები ვერასოდეს აპატიებენ ღალატს. არც საკუთარ თავს (თუ ეს მოხდება), არც პარტნიორს. ქალწულებს შეუძლიათ განიხილონ რა მოხდა მათ პარტნიორთან, რათა გაიგონ, რატომ მოხდა ეს.

    მორიელი

    როგორც ნამდვილ მორიელს შეეფერება, ამ ნიშნის წარმომადგენლებმა არ იციან პატიება და დავიწყება. თუ მათ ნდობას არ გაამართლებენ, ისინი ბრაზდებიან. მათთვის ერთგულება ძალიან მნიშვნელოვანია. არ შეუძლიათ აპატიონ არც ფიზიკური და არც ემოციური ღალატი. მაგრამ თუ რაიმე მიზეზით მორიელი გადაწყვეტს, რომ ურთიერთობა არ გაწყვიტოს, ის მაინც იპოვის გზას, რათა დასაჯოს პარტნიორი ღალატის გამო და ამას ის არაერთხელ გააკეთებს. სანამ მორიელს გააბრაზებთ, კარგად დაფიქრდით.
    მშვილდოსანი

    მშვილდოსნები მეოცნებე და რომანტიკული ადამიანები არიან. ისინი ურთიერთობას ხშირად ვარდისფერი სათვალით უყურებენ და როდესაც მათი ილუზიები უკვალოდ ქრება, ისინი განიცდიან ტკივილს, რომელსაც ვერ უძლებენ. ღალატი მას ისე რადიკალურად ცვლის, რომ დიდხანს ვერავის ენდობა. ის გულთან ახლოს მიიტანს ამ ყველაფერს და მოღალატეს მოიშორებს თავისი ცხოვრებიდან.