სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • ბიძინა ივანიშვილის შემობრუნება პოლიტიკაში წაადგება არა მხოლოდ მმართველ პარტიას, არამედ მთელს ქვეყანას - კახა კალაძე

    ბიძინა ივანიშვილის შემობრუნება პოლიტიკაში  წაადგება არა მხოლოდ მმართველ პარტიას, არამედ მთელს ქვეყანას - კახა კალაძე
    4 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    “დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, პარტიის რიგგარეშე რიგით მეშვიდე ყრილობა გაიმართა, სადაც არჩეული იყო პოლიტსაბჭო და ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ საპატიო თავმჯდომარედ წარდგენილი იყო ბიძინა ივანიშვილის კანდიდატურა. ის არის ადამიანი, რომელმაც დააფუძნა აღნიშნული პარტია და მართლაც გარდამტეხი როლი ითამაშა 2012 წელს იმ ცვლილებებში, რაც მნიშვნელოვანი იყო ჩვენი ქვეყნისთვის” - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

    „ერთ რამეს ვიტყოდი - მთელი ამ ხნის განმავლობაში, 2012 წლიდან დღემდე, ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ პარტიას არ გადაუხვევია იმ პრინციპებიდან და ღირებულებებიდან, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის მხრიდან გაცხადდა 2011 წელს და 2012 წელს, როდესაც ჩვენ გავიმარჯვეთ არჩევნებში. რა თქმა უნდა, ვაგრძელებთ ამ ყველაფერს და ეს არის: დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ინტერესები და დავიცვათ ამ ქვეყანაში მცხოვრები ადამიანების ინტერესები. ეს იქნება ყოველთვის. უპირველეს ყოვლისა იქნება სამშობლოს ინტერესები დაცული. რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილის შემობრუნება პოლიტიკაში არის ძალიან მნიშვნელოვანი და ეს წაადგება არა მხოლოდ მმართველ პარტიას, არამედ მთელს ქვეყანას“, - განაცხადა კალაძემ.