სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "ჯობდა ვამპირებს არ დამსგავსებულიყავით, იყოს ისე როგორც არის, გემშვიდობებით" - მეგი გოგიტიძე

    "ჯობდა ვამპირებს არ დამსგავსებულიყავით, იყოს ისე როგორც არის, გემშვიდობებით" - მეგი გოგიტიძე
    1 წლის და 9 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    მეგი გოგიტიძე, რომელიც რუსეთში კონცერტის გამარტის გადაწყვეტის გამო კრიტიკის ქარცეცხლში გაეხვა, კიდევ ერთხელ მიმართავს საზოგადოებას.

    მომღერალი აქვეყნებს სატელევიზიო ინტერვიუს სახელწოდებით: "ჩემი პირველი და უკანასკნელი სატელევიზიო ინტერვიუ ამ თემასთან დაკავშირებით..."

    "ვინც არ იცის იმათთვის. უკვე წლებია რუსეთში ვმოღვაწეობ. მრავალი კონცერტი ჩავატარე ამ წლების მანძილზე დიდ საკონცერტო დარბაზებში და კლუბებში. ის ტყუილია რასაც ავრცელებენ რომ თურმე ახლა მიმიწვიეს და დიდ ჰონორარებს შემპირდნენ. და კიდევ ბევრმა ბევრი ტყუილი თქვა...

    იყოს ისე როგორც თქვენ გინდათ... მე კი ვიქნები ისე როგორც მე მინდა. ჯობდა ვამპირებს არ დამსგავსებულიყავით (იმას ვისაც ეკუთვნის) მე ჩემს გვერდზე თემას ვხურავ..!!!" - წერს მომღერალი.

    შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ მეგი გოგიტიძე 6 აგვისტოს მოსკოვში კონცერტს გამართავს.