სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • თუ საახალწლო განწყობა არ გაქვთ, ეს აუცილებლად უნდა წაიკითხოთ

    თუ საახალწლო განწყობა არ გაქვთ, ეს აუცილებლად უნდა წაიკითხოთ
    4 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ყოველთვის გახსოვდეთ, რომ ყოველი დღე, რომელსაც თან არ ახლავს კარგი განწყობა - ფუჭი დღეა!

    უმთავრესია განწყობა და იმის გაცნობიერება, რომ ცხოვრება თავად ყველაზე დიდი საჩუქარია.
    არავინ იცის, რას მოიტანს დღევანდელი დღე და მით უფრო, ხვალინდელი. თქვენ შეიძლება გქონდეთ დასახული სამოქმედო გეგმა, ან შესასრულებელი სამუშაოების სია, მაგრამ სინამდვილეში, თქვენ ნამდვილად არ იცით რა მოხდება ნებისმიერ დღეს.

    ირწმუნეთ, რომ ყოველი დღე სიურპრიზია!
    ეცადეთ იყოთ გამცემი და ხშირად გაუკეთეთ ახლობელ ადამიანებს მცირედი, მაგრამ გულით მიძღვნილი საჩუქარი. დაიმახსოვრეთ, ყველა საჩუქარი ვერ იქნება ძვირად ღირებული ან პომპეზური, როგორც ვთქვათ გიგანტური ლექსუსი, ან ოქროს ქვიშებზე დასვენებაა.

    ცხოვრებაში საჩუქრების უმეტესობა ხშირად მცირედია, მაგრამ მთავარი ამ დროს განწყობაა. გაგიკვირდებათ და ადამიანების უმეტესობას სწორედ ასეთი წვრილმანი ცხოვრებისეული საჩუქრები ხიბლავს, რადგან ისინი სხვა საქმით არიან დაკავებულნი და მათ მატერიაზე მეტად იმით მოხიბლავთ, რომ მათთვის თქვენი ძვირფასი დრო გაქვთ მიძღვნილი და საკმარისად ნაფიქრიც გაქვთ.

    თუ მანქანით მიდიხართ და შუქნიშანთან ანელებთ მოძრაობას, იმის ნაცვლად, რომ ტელეფონს შეხედოთ და ელ. ფოსტა შეამოწმოთ, მიმოიხედეთ გარშემო, იქნებ ქუჩაში უპოვარი დაინახოთ და მას თქვენი შვილებისთვის ნაყიდი რამდენიმე ფუნთუშიდან ერთ-ერთი უწილადოთ. მერწმუნეთ, ეს ჟესტი მასაც ძალიან გაახარებს და თქვენც.
    თუ ამგვარ წვრილმანებზე ფოკუსირდებით, ცხოვრება ყოველდღე მოგიტანთ ყველაზე ძვირფას საჩუქარს - კარგ განწყობას.

    თვითშეგნება არის საუკეთესო საჩუქარი და საუკეთესო განზრახვა, რომელიც შეგიძლიათ აჩუქოთ საკუთარ თავს სადღესასწაულო სეზონზე. თავად იზრუნეთ წვრილმანი დეტალებით განწყობის ამაღლებაზე და გახდით მადლიერიც და ბედნიერიც.

    ახალი წელი ხომ ჯადოსნური დღესასწაულია?
    მოინდომეთ და გახდით კეთილი ჯადოქარი სხვებისთვის!

    დიდი თუ პატარა, ბოლო კაპიკს არ იშურებს საყვარელი ადამიანისთვის საახალწლო საჩუქრის შესაძენად, მაგრამ ხანდახან ადამიანებს გვავიწყდება, რომ კონკრეტული თარიღი ხშირად უბრალო ციფრებია და ერთმანეთისთვის სიხარულის მისანიჭებლად კალენდარი სულაც არაა საჭირო.

    წყარო: პრაიმტაიმი