სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • “გაიქეცი!” - ხელისუფლება მოსახლეობას აფრთხილებს

    “გაიქეცი!” - ხელისუფლება მოსახლეობას აფრთხილებს
    4 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    იაპონიის ცენტრალურ რეგიონში 7.6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა და ცუნამის საფრთხის შესახებ გაფრთხილება გამოცხადდა. მედიის ინფორმაციით, სანაპირო რაიონების მოსახლეობას - განსაკუთრებით ნოტოს პროვინციის მცხოვრებლებს - მაღალ ადგილებში თავის შეფარებისკენ მოუწოდებენ.

    ხელისუფლება მოსახლეობას აფრთხილებს, რომ ნოტოში ტალღებმა, შეიძლება, 5 მეტრს მიაღწიოს. ცუნამის საფრთხე გამოცხადდა ნიიგატასა და ტოიამას პრეფექტურებშიც, სადაც ტალღებმა, შესაძლოა, 3 მეტრს მიაღწიოს.

    ადგილობრივი მედიის ცნობით, იშიკავას პრეფექტურაში, მიწისძვრის გამო, დაახლოებით 32 500 სახლი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ პრეფექტურაში ბევრი სახლი ჩამოინგრა.