სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • რას გვირჩევენ მედიკოსები სეზონური ვირუსების დასამარაცხებლად

    რას გვირჩევენ მედიკოსები სეზონური ვირუსების დასამარაცხებლად
    3 თვის და 4 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    გამომდინარე იქიდან რომ ზამთარია სეზონური ვირუსით ბევრი იტანჯება.

    ბოლო ორ კვირაში გრიპის ვირუსის გავრცელება თითქმის გაორმაგებულია. აღნიშნულ ინფორმაციას, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

    ქვეყანაში ცირკულირებს რესპირატორულ-სინციტიური ვირუსიც. მედიკოსების თქმით, ვირუსების შემთხვევაში კლინიკური გამოვლინება მსგავსია - მაღალი სიცხე, ხველა და სასუნთქი გზების დაზიანება. გრიპის ვირუსს ახასიათებს მადის დაკარგვა და ძლიერი თავის ტკივილიც.

    სუნთქვის გაძნელების და ტემპერატურის შემთხვევაში, ინფექციონისტები გვირჩევენ, მივმართოთ სამედიცინო დახმარებას და არ მივიღოთ თვითნებურად ანტიბიოტიკები.

    მედიკოსების რეკომენდაციებით, ინფიცირების შემთხვევაში უნდა დავრჩეთ იზოლაციაში, მივიღოთ სითხეები და ვაკონტროლოთ ტემპერატურა.