სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • ტელეწამყვან გიორგი ნაზღაიძეს თავს დაესხნენ - დეტალები

    ტელეწამყვან გიორგი ნაზღაიძეს თავს დაესხნენ - დეტალები
    3 თვის და 4 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ტელეწამყვან გიორგი ნაზღაიძესა და მის მეგოვრებს ორბელიანის მოედნის ავტოსადგომზე დაახლოებით 30 ადამიანი დაესხა თავს, რომელთაგან ერთ-ერთმა დანის ორჯერ დარტყმა სცადა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში თავად გიორგი ნაზღაიზე ავრცელებს.


    სოციალურ ქსელში იგი ასევე წერს, რომ დახმარების მიზნით მხოლოდ ერთმა გოგონამ გააჩერა მანქანა, რომელსაც თავდამსხმელებმა საბურავები დაუზიანეს.

    "დღეს საღამოს რამდენიმე საათის წინ, ჩემს ორ მეგობართან ერთად წარმოუდგენელი ამბავი გადამხდა. ორბელიანის მოედნის ავტოსადგომზე დაახლოებით 30 ადამიანი თავს დაგვესხა, თავი ასეთ საფრთხეში არასოდეს მიგრძნია, არანაირმა დალაპარაკებამ არ გაჭრა, ერთ-ერთმა თავდამსხმელმა სცადა ორჯერ დაერტყა ჩემთვის დანა, რომელიც სასწაულებრივად ავიცილე, იძულებული გავხდით ამ დაჯგუფებას გავცილებოდით და თავი გადაგვერჩინა, გავიქეცით, ისინი მოგვდევდნენ და ქუჩის სკამებს გვესროდნენ. ხალხს ვთხოვდით დახმარებას და არავინ არ დაგვეხმარა, მხოლოდ ერთმა გოგონამ გაგვიჩერა ავტომობილი და მას დაუზიანეს მანქანა, დაუჭრეს საბურავები. ახლაც ვერ მოვდივარ გონს მომხდარის გამო, მართლა სასწაულებრივად გადავრჩით, ქალაქის ცენტრში 30 შეიარაღებული მოზარდის პირისპირ მარტო აღმოვჩნდით მე და ჩემი ორი მეგობარი, რომელთაგან ერთი მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობის ქვეშ არის. ამ ადამიანებისგან და მსგავსი შემთხვევებისგან არავინ არის დაცული, ამიტომ დროულად უნდა მოხდეს დამნაშავეების გამოვლენა და პასუხი უნდა აგონ აუცილებლად!!

    მადლობა ამ უცნობ გოგონას და იმ ტაქსის მძღოლს რომელმაც შუაგზაზე გაგვიჩერა ავტომობილი და ფაქტიურად ჩვენი სიცოცხლე გადაარჩინა!",- წერს გიორგი ნაზღაიძე სოციალურ ქსელში.

    ფორმულას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე, მუქარის მუხლით დაიწყო.