სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • “ოჯახში ქართულად ვსაუბრობ, ქართულ კერძებს ვამზადებთ” - როგორ ცხოვრობდა ისრაელში ქართველი მომღერალი კაკული გურიელაშვული

    “ოჯახში ქართულად ვსაუბრობ, ქართულ კერძებს ვამზადებთ” - როგორ ცხოვრობდა ისრაელში ქართველი მომღერალი კაკული გურიელაშვული
    3 თვის და 4 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    59 წლის ასაკში მომღერალი კაკული გურიელაშვილი გარდაიცვალა.

    საქართველოზე უზომოდ შეყვარებული კაკული წლების განმავლობაში ისრაელში ცხოვრობდა.

    “ოჯახ­ში ქარ­თუ­ლად ვსა­უბ­რობთ. ქარ­თულ კერ­ძებს ვამ­ზა­დებთ, ქარ­თულ სა­დღეგ­რძე­ლო­ებს ვამ­ბობთ, ქარ­თულ ფოლკ­ლო­რულ სიმ­ღე­რებს ვას­რუ­ლებთ. ქარ­თულ სტუ­მარ­თმოყ­ვა­რე­ო­ბას ვას­წავ­ლი შვი­ლიშ­ვი­ლებს. ებ­რა­ე­ლებს კა­ცო­ბის დღე გვაქვს და ამ დღეს შვი­ლიშ­ვი­ლებს ჩო­ხით ვა­ცეკ­ვებთ. მეფე-დე­დო­ფა­ლი და­ი­სით იწყებს ცეკ­ვას. ეს ქარ­თუ­ლი ტრა­დი­ცი­ე­ბია. თუმ­ცა, მგო­ნია, ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ქარ­თუ­ლი ენის, ქარ­თუ­ლი სით­ბო­სა და სიყ­ვა­რუ­ლის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბაა. ჩემ­მა შვი­ლებ­მაც ქარ­თუ­ლი ოჯა­ხე­ბი შექ­მნეს, ქარ­თვე­ლი რძლე­ბი მყავს”, – ჰყვე­ბო­და ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში მომ­ღე­რა­ლი.

    პროდიუსერი გია გოგორიშვილი “პრაიმტაიმთან” ყვება რომ ძლიერი ტკივილების მიუხედავად, კაკული კონცერტებზე მაინც გამოდიოდა.

    “კაკულიმ იავადმყოფა. მძიმე სენს ებრძოდა, წონაში საგრძნობლად დაიკლო. თუმცა, იმედი გვქონდა მაინც, მაგრამ… ისე მედგრად იყო, ტკივილებს ებრძოდა ვაჟკაცურად. ტკივილებით კონცერტებზეც გამოდიოდა.

    ბოლო წელიწად-ნახევარი განსაკუთრებით დიდ ბრძოლაში იყო სენთან და ტკივილებთან, მაგრამ გასტროლებზე დადიოდა.”
    – ამბობს გოგორიშვილი “პრაიმტაიმთან”.

    წყარო: prime time.he