სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "დაახლოებით 30 ადამიანი დაგვესხა თავს... ერთ-ერთმა ორჯერ სცადა, რომ დანა ჩაერტყა…” - გიორგი ნაზღაიძე და შსს მომხდარზე

    "დაახლოებით 30 ადამიანი დაგვესხა თავს... ერთ-ერთმა ორჯერ სცადა, რომ დანა ჩაერტყა…” - გიორგი ნაზღაიძე და შსს მომხდარზე
    3 თვის და 4 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ტე­ლე­წამ­ყვა­ნი გი­ორ­გი ნა­ზღა­ი­ძე მას­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი თავ­დას­ხმის შე­სა­ხებ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გვიყვება. იგი ამბობს, რომ ორ­ბე­ლი­ა­ნის მო­ედ­ნის ავ­ტო­სად­გომ­ზე და­ახ­ლო­ე­ბით 30 ადა­მი­ა­ნი და­ეს­ხა თავს.

    "რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის წინ, ჩემს ორ მე­გო­ბარ­თან ერ­თად წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი ამ­ბა­ვი გა­დამ­ხდა. ორ­ბე­ლი­ა­ნის მო­ედ­ნის ავ­ტო­სად­გომ­ზე და­ახ­ლო­ე­ბით 30 ადა­მი­ა­ნი თავს დაგ­ვეს­ხა, თავი ასეთ საფრ­თხე­ში არა­სო­დეს მიგ­რძვნია, არა­ნა­ირ­მა და­ლა­პა­რა­კე­ბამ არ გაჭ­რა, ერთ-ერ­თმა თავ­დამ­სხმელ­მა სცა­და ორ­ჯერ და­ერ­ტყა ჩემ­თვის დანა, რო­მე­ლიც სას­წა­უ­ლებ­რი­ვად ავი­ცი­ლე, იძუ­ლე­ბუ­ლი გავ­ხდით ამ დაჯ­გუ­ფე­ბას გავ­ცი­ლე­ბო­დით და თავი გა­დაგ­ვერ­ჩი­ნა, გა­ვი­ქე­ცით, ისი­ნი მოგ­ვსდევ­დნენ და ქუ­ჩის სკა­მებს გვეს­როდ­ნენ.

    ხალ­ხს ვთხოვ­დით დახ­მა­რე­ბას და არა­ვინ არ დაგ­ვეხ­მა­რა, მხო­ლოდ ერ­თმა გო­გო­ნამ გაგ­ვი­ჩე­რა ავ­ტო­მო­ბი­ლი და მას და­უ­ზი­ა­ნეს მან­ქა­ნა, და­უჭ­რეს სა­ბუ­რა­ვე­ბი. ახ­ლაც ვერ მოვ­დი­ვარ გონს მომ­ხდა­რის გამო, მარ­თლა სას­წა­უ­ლებ­რი­ვად გა­დავ­რჩით, ქა­ლა­ქის ცენ­ტრში 30 შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი მო­ზარ­დის პი­რის­პირ მარ­ტო აღ­მოვ­ჩნდით მე და ჩემი ორი მე­გო­ბა­რი, რო­მელ­თა­გან ერთი მძი­მე ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის ქვეშ არის. ამ ადა­მი­ა­ნე­ბის­გან და მსგავ­სი შემ­თხვე­ვე­ბის­გან არა­ვინ არის და­ცუ­ლი, ამი­ტომ დრო­უ­ლად უნდა მოხ­დეს დამ­ნა­შა­ვე­ე­ბის გა­მოვ­ლე­ნა და პა­სუ­ხი უნდა აგონ აუ­ცი­ლებ­ლად!!


    მად­ლო­ბა ამ უც­ნობ გო­გო­ნას და იმ ტაქ­სის მძღოლს, რო­მელ­მაც შუა გზა­ზე გაგ­ვი­ჩე­რა ავ­ტო­მო­ბი­ლი და ფაქ­ტი­უ­რად ჩვე­ნი სი­ცო­ცხლე გა­და­არ­ჩი­ნა!" - წერს ნა­ზღა­ი­ძე.