სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • „ეს ჩვეულებრივი სეზონური ვირუსებია, არანაირი პანიკის საფუძველი არ არსებობს“ - ჯანდაცვის მინისტრის განცხადება

    „ეს ჩვეულებრივი სეზონური ვირუსებია, არანაირი პანიკის საფუძველი არ არსებობს“ - ჯანდაცვის მინისტრის განცხადება
    4 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    „ეს ჩვეულებრივი სეზონური ვირუსებია, არანაირი პანიკის საფუძველი არ არსებობს.

    სახელმწიფომ სეზონური გრიპის ვაქცინა ჯერ კიდევ შემოდგომაზე შემოიტანა და სამინისტრომ სხვადასხვა საინფორმაციო კამპანიით არაერთხელ მოუწოდა მოსახლეობას ვაქცინაციისკენ. ვაქცინა მარაგშია და ყველა მსურველს შეუძლია უფასოდ აიცრას.

    ეს ჩვეულებრივი სეზონური ვირუსებია, რომელიც გარკვეულ პიკურ მაჩვენებელს, როგორც საქართველოში, ისე მთელ მსოფლიოში იანვრის თვეში აღწევს. ვირუსი ძირითადად ბავშვებშია გამოხატული. მინდა მოსახლეობა დავამშვიდო და ვუთხრა, რომ არანაირი პანიკის საფუძველი არ არსებობს.რაც შეეხება სამედიცინო დაწესებულებს,კლინიკები არაა გადავსებული და არც ამის საშიშროება არ არსებობს"

    ეს განხადება ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა გააკეთა.

    მან მოსახლეობას მოუწოდა, რომ სეზონურმა ვირუსებმა ისინი არ შეაშინოს, რადგან სერიოზული საფრთხე არ არსებობს.