სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • სასიამოვნო სიახლე - „წელს, სრულად უზრუნველვყოფთ მოსახლეობას ონკოლოგიური და ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით“ - ჯანდაცვის სამინისტროს განცხადება

    სასიამოვნო სიახლე - „წელს, სრულად უზრუნველვყოფთ მოსახლეობას ონკოლოგიური და ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით“ - ჯანდაცვის სამინისტროს განცხადება
    4 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    „მიმდინარე წელს, სრულად უზრუნველვყოფთ ჩვენს მოსახლეობას ონკოლოგიური და ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით

    უკვე კონკრეტული და ხელშესახები შედეგები გვაქვს, მნიშვნელოვნად ვზოგავთ სახელმწიფო ბიუჯეტს და ამან შესაძლებლობა მოგვცა, რომ მიმდინარე წელს, სრულად უზრუნველვყოთ ონკოლოგიური პაციენტები მედიკამენტებით. რაც შეეხება ქრონიკულ მედიკამენტებს, ასევე, სრულად უზრუნველვყოფთ ჩვენს მოქალაქეებს. ეს, დაახლოებით, 400 000 ადამიანს შეეხება. შესაბამისი ბიუჯეტი და პროცედურული ნაწილი უკვე დასრულებულია და მიმდინარე თვიდან ამას შევძლებთ

    ფაქტი საკმაოდ ცხადი და მკაფიოა. კონკრეტულად ვხედავთ, კომპანიებს შორის შეთანხმებულ ქმედებებს, რაც ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ იყო მიმართული. ისინი ხელოვნურად გაზრდილი ფასებით, ცდილობდნენ, ბიუჯეტიდან მომხდარიყო გაცილებით მეტი თანხის გადახდა. მედიკამენტები, ზოგ შემთხვევაში 3-ჯერ, 4-ჯერ იყო გაძვირებული და სამწუხაროდ, პაციენტები რჩებოდნენ წამლების გარეშე, რადგან ნაადრევად ხდებოდა ლიმიტების ამოწურვა. ასეთი მკაცრი რეაგირების შემდეგ, ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მსგავსი ფაქტი, ჩვენს ქვეყანაში აღარ განმეორდება. თუმცა მაქსიმალურად ყურადღებით ვართ. სპეციალური ბაზებიც გვაქვს შექმნილი, ყოველდღიურად ვუწევთ მონიტორინგს როგორც ონკოლოგიურ, ისე ყველა სხვა მედიკამენტის ბრუნვას ფარმაცევტულ ბაზარზე, მათ ნაშთებს, რათა არ მოხდეს ბაზარზე ხელოვნური დეფიციტის შექმნა“,

    ეს განცხადება გააკეთა ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა.