სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "რა ჯანდაბამ დაგადუმათ ეს ჟურნალისტები" - ელისო კილაძე ჟურნალისტის ბულინგს გამოეხმაურა

    "რა ჯანდაბამ დაგადუმათ ეს ჟურნალისტები" - ელისო კილაძე ჟურნალისტის ბულინგს გამოეხმაურა
    1 წლის და 8 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    შეგახსენებთ, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „მთავარი არხის“ ჟურნალისტს სახედაკარგული უწოდა.

    "სირცხვილია, სახე დაკარგეთ..ნუ კანკალებ, სახე დაკარგე. შენც ხარ დავით არახამია, როგორც არახამია არ არის კაცი, ისე შენც არ ხარ ქალი. სახე დაკარგე, თავი დაკარგე პოლიტიკა ამად გიღირს? სირცხვილია…."

    "ნაცმოძრაობის" გულისთვის სახე დაკარგე. ქალი აღარ ხარ რა.. ქალის სახე დაკარგე… რომ ლაპარაკობ, პირი მოიწმინდე.. სააკაშვილივით გაქვს პირი, დაემსგავსე ყველაფრით შენს ბელადს. სააკაშვილს ჰგავხარ პირითაც…სამარცხვინო შენ…", - ასე მიმართა კობახიძემ ჟურნალისტს.

    "რა ჯანდაბამ დაგადუმათ ეს ჟურნალისტები – როგორ მორჩილად უსმენდით კოლეგის ლანძღვას. გადავაყლაპებდი იმ მიკროფონს კობახიძეს, იქ რომ ვყოფილიყავი! #ნუგაისუსებით", - ასე გამოეხმაურა ელისო კილაძე ამ ამბავს.