სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • “ჩემი სახელი აღარ ახსენო“ - ვიქტორ ოსიმენი მამუკა ჯუღელს მიმართავს

    “ჩემი სახელი აღარ ახსენო“ - ვიქტორ ოსიმენი მამუკა ჯუღელს მიმართავს
    3 თვის და 3 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ხვიჩა კვარაცხელიას აგენტის, მამუკა ჯუღელის განცხადებას “ნაპოლის” ფეხბურთელი, ვიქტორ ოსიმენი, გამოეხმაურა. ჯუღელმა საქართველოს პირველ არხს ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა და ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას, ოსიმენის საუდის არაბეთში ტრანსფერი ივარაუდა.

    ხვიჩას აგენტის სიტყვები იტალიურმა გამოცემებმა აიტაცეს და რამდენიმე საათის წინ, ამ საკითხთან დაკავშირებით, ოსიმენმა “ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე “სთორი“ გამოაქვეყნა. ნიგერიელმა თავდამსხმელმა ჯუღელი სამარცხვინო ადამიანად მოიხსენია.

    “ძვირფასო მამუკა ჯუღელო, ბინძური და სამარცხვინო ხარ. შენი მსჯელობის უნარის გამო მრცხვენია. რეგვენო! ჩემი სახელი აღარ ახსენო“, - დაწერა ოსიმენმა.

    საინტერესოა, რა თქვა ჯუღელმა საქართველოს პირველ არხთან საუბრისას: “გგონიათ, ოსიმენი მთელი ცხოვრება ნეაპოლში ითამაშებს? წინასწარ გეტყვით, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას საუდის არაბეთში წავა. ხვიჩას მილიარდი რომ მისცე, საუდის არაბეთში სათამაშოდ არ გადავა. კვარაცხელიას სხვა გემოვნება და ცხოვრებისეული ტვინი აქვს. იგი რეალში, ბაიერნში, ბარსელონაში ან სიტიში გადავა“.