სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • ისრაელის გვერდით ვდგავართ, რათა 7 ოქტომბერი აღარასოდეს განმეორდეს - აშშ-ს სახელმწიფო მდივანი

    ისრაელის გვერდით ვდგავართ, რათა 7 ოქტომბერი აღარასოდეს განმეორდეს - აშშ-ს სახელმწიფო მდივანი
    4 თვის და 1 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ისრაელში ვიზიტით მყოფმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ აშშ მუშაობს რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ მიმავალი გზის გასაკაფად.

    "ჩვენ ისრაელის გვერდით ვდგავართ, რათა 7 ოქტომბერი აღარასოდეს განმეორდეს", - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

    მისი თქმით, აშშ-ს სურს ეს ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს.

    "ჰამასს" შეეძლო დაესრულებინა ეს 8 ოქტომბერს მშვიდობიანი მოსახლეობის დანებებითა და მძევლების გათავისუფლებით. არცერთი ტანჯვა არ მოხდებოდა, "ჰამასს" რომ არ გაეკეთებინა ის, რაც გააკეთა 7 ოქტომბერს და სხვა გადაწყვეტილებები მიეღო", - დასძინა მან.