სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • როგორ ეხმაურებიან ქართველები ოსიმენისა და მამუკა ჯუღელის დაპირსპირებას

    როგორ ეხმაურებიან ქართველები ოსიმენისა და მამუკა ჯუღელის დაპირსპირებას
    3 თვის და 3 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    "თქვენ გგონიათ, მთელი ცხოვრება ნეაპოლში ითამაშებს ოსიმენი? მაშინ მე წინასწარ გეტყვი, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე წავა საუდის არაბეთში. ხვიჩას მილიარდი რომ მისცე, არაბეთში არ წავა"

    ეს განცხადება ხვიჩა კვარაცხელიას აგენტმა, მამუკა ჯუღელმა გააკეთა პირველ არხთან ინტერვიუში.

    ოსიმენის პასუხმაც არ დააყოვნა და ფეხბურთელმა საკუთარ ინსტაგრამ გვერდზე ეს პასუხი გამოაქვეყნა:

    "ძვირფასო მამუკა ჯუღელო, ბინძური და სამარცხვინო ადამიანი ხარ. შენი განცხადების გამო მრცხვენია. რეგვენო! ჩემი სახელი აღარ ახსენო."

    ამ დაპირისპირებამ მთელი სოციალური ქსელი მოიცვა.

    ქართველების აზრიც ამ თემასთან დაკავშირებით ორად გაიყო და ორივე მხარეს თავის გულშემატკივარი ჰყავს:

    "რას ნიშნავს აგრესიული? მართალია ოსიმენი,ვინ კითხავს ჯუღელს რას აპირებს ოსიმენი ან სად წავა ან რამდენად?"

    "ანუ ოსიმენი ფულის მონაა და კვარა პატიოსანი, ასე გამოდის."

    "მთელი ნიგერია, ოსიმენის ფანები აგინებენ და ამ გინებაში მის საწადელს ნელნელა მიაღწევს, პიარს იკეთებს კაცი."

    "ხვიჩამ ჯობია ხმა ამოიღოს და ჯუღელს უსაყვედუროს მსგავს განცხადებაზე, ასეთი ფაქტი მათ ურთიერთობაზეც მოახდენს ზეგავლენას, ოსის ნაღდად არ ეკუთვნის (საუდის არაბეთის შეურაწყოფა) კარიერას კიარ ასრულებს. ხვიჩაზე რომ ეთქვათ მსგავსი რამ ცოცხლად დავმარხავდით."

    "მამუკა ჯუღელი აღარ დაბერდა? გაეთრიოს, საერთოდ შეეშვას ქართულ ფეხბურთს, მაგან დააქცია ქართული ფეხბურთი, ყველა ტალანტი შეტენა რუსეთში, რუსის მლოკველი აგენტი კორუმპირებული!!! ომი არ დაწყებულიყო კვარაცხელია იქნებოდა სპარტაკში , რადგანაც ყველა კაი იქ წაიყვანა. ყველგან ხელებს აპოტინებს, ახლა მოუნდა ოსიმენის აგენტობაც. ბებერი მათხოვარი!"

    "რა და ჯუღელის ნება, რომ იყოს კვარას დღესვე გაყიდდა მილიარდად არაბეთში, არავინ თქვას, რომ არ იკადრებსო!!! ბარე ბევრიც იგივეს იზავდა აქ მაკომენტარებელისგანაც უფლება, რომ ქონდეს....უბრალოდ უხეშად თქვა ჯუღელმა კარგი აზრი, იმიტომ რომ ჯუღელია, თორე პირიქით უკვე გააკეთა, კვარა ყველაზე იაფად მიყიდა ლორენტეს, თავის აზრით იმ დროისთვის მაქსიმალირად იხეირა და ეხლა პროფესორობს და მაგის ბრალია კვარა რა დღეშიცაა. ეგ დაღუპავს კვარას!!!"

    "მართალი თქვა ჯუღელმა, რომც არ ეთქვა ქართველია და გავარტყი ოსიმენს 🤟რას ეტენებით"

    "კასანოს რომ ეთქვა იგივე, რაც ჯუღელმა თქვა, გულებს დაუწერდით."

    "ოსიმენი ახლა პასს აღარ მისცემს ხვიჩას, თუ რა შეიცვალა? გამოდის, სიმართლე უთქვამს. ხვიჩა ბოლო სეზონს ატარებს მაგ ეგოისტ ტიპთან, რომელმაც თავის თავს მისცა ხმა დაჯილდოვებაზე. ასე რომ, ყველაფერი კარგად იქნება."

    "ოსიმენმა სინამდვილეში თავ*ლე ეძახა და ორიგინალს რატო არ დებთ? 🤣 გეუხერხულებათ?"

    "მამუკია აცალე ათამაშე ფეხბურთი ბიჭებს 🤌🤌🤌 ეს ორი ფეხბურთელი ყავს ნაპოლს და შენი პერეგავორები და პრიგლაშენიების გამო არ გიფიქრია რო დაეძაბებათ ფეხბურთელებსაც ურთიერთობა..ნუ აგივარდა თავში რო ხარ კვარას აგენტი.. კვარამ გაგხადა და გამოგაჩინა აგენტად.. ფეხბურთი არა აუ ასე და ისე და უეჭველი და ტოპ 5შია ..ფეხბურთი იცის კვარამ თან ისე რო მთელ საქართველოს ახარებს და მცოდნე ფეხბურთის იმ ხალხს ვისაც ეს ლამაზი სპორტი უყვარს...არ უნდა ეს მიხრა მოხრა ... კვარას წარმატებები ⚽️⚽️⚽️ მომავალში Halla Madrid 👌"