სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • გაფრთხილება - „ეს განსაკუთრებით სარისკოა...“ - რა არ უნდა გააკეთოთ 11 იანვარს

    გაფრთხილება - „ეს განსაკუთრებით სარისკოა...“ - რა არ უნდა გააკეთოთ 11 იანვარს
    3 თვის და 4 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    მალე, 11 იანვარს 2024 წლის პირველი ახალი მთვარეა.

    ასტროლოგების თქმით ეს ღამე ძალიან ძლიერი ენერგიის მატარებელია და ყველა ადამიანს შეუძლია მისი წარმატებულად გამოყენება.

    სავსე მთვარე ყველაზე ხელსაყრელი კუროს, ქალწულისა და თხის რქის ნიშნებისთვის იქნება.

    2024 წლის 11 იანვარს ახალი მთვარე გაძლევთ შანსს, რომ თქვენი ცხოვრების მომდევნო 12 თვე დაგეგმოთ და მიზნებისა და განსახორციელებელი საქმეების შესახებ ჩანაწერები გააკეთოთ. ასე წარმატების მიღწევა გაცილებით გაგიადვილდებათ.

    დრაკონი, აღმოსავლური ჰოროსკოპის მიხედვით, ყველაზე შრომისმოყვარე ნიშანია და ადამიანების თავდადებას განსაკუთრებით აფასებთ. ამიტომაც, თუ გსურთ, რომ წლის განმავლობაში წარმატებას მიაღწიოთ, ახალი მთვარის პერიოდი ნაყოფიერად გამოიყენეთ - წამოიწყეთ ახალი საქმეები, დაიწყეთ რაიმეს შესწავლა, იყავით აქტიური და შრომისმოყვარე. თქვენი მონდომება აუცილებლად დაფასდება.

    რა არ უნდა გააკეთოთ ახალი მთვარის პერიოდში?
    გაითვალისწინეთ, რომ სპონტანური გადაწყვეტილებების მიღება ახალი მთვარის პერიოდში განსაკუთრებით სარისკოა, რადგანაც ადამიანები, როგორც წესი, მომატებულ შფოთვასა და ემოციურობას გრძნობენ. ნუ გადაწყვეტთ დიდი თანხის რაიმეში დაბანდებას, შეძენას, ასევე, საცხოვრებლის, სამსახურის შეცვლას, იმიჯის მკვეთრ ცვლილებას, საყვარელ ადამიანთან დაშორებას. მომდევნო დღეებში თქვენი გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ შეაფასეთ და შემდეგ განახორციელეთ.