სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • „ყველამ საკუთარ საქმეს მიხედოს...“ - როგორ გამოეხმაურა ოსიმენის აგენდი მამუკა ჯუღელის სიტყვებს

    „ყველამ საკუთარ საქმეს მიხედოს...“ - როგორ გამოეხმაურა ოსიმენის აგენდი მამუკა ჯუღელის სიტყვებს
    3 თვის და 3 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    "თქვენ გგონიათ, მთელი ცხოვრება ნეაპოლში ითამაშებს ოსიმენი? მაშინ მე წინასწარ გეტყვი, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე წავა საუდის არაბეთში. ხვიჩას მილიარდი რომ მისცე, არაბეთში არ წავა"

    ეს განცხადება ხვიჩა კვარაცხელიას აგენტმა, მამუკა ჯუღელმა გააკეთა პირველ არხთან ინტერვიუში.

    ოსიმენის პასუხმაც არ დააყოვნა და ფეხბურთელმა საკუთარ ინსტაგრამ გვერდზე ეს პასუხი გამოაქვეყნა:

    "ძვირფასო მამუკა ჯუღელო, ბინძური და სამარცხვინო ადამიანი ხარ. შენი განცხადების გამო მრცხვენია. რეგვენო! ჩემი სახელი აღარ ახსენო."

    ამ დაპირისპირებამ მთელი სოციალური ქსელი მოიცვა.

    „ყველამ საკუთარ საქმეს უნდა მიხედოს და სხვების საქმეს პატივი სცეს. არ არის სწორი სხვა ფეხბურთელების მომავალზე საუბარი. ეს გაუგებრობას, პრობლემებსა და არასწორ ვარაუდებს ქმნის. მამუკა ჯუღელის სიტყვები ცუდი, ზედაპირული და მიუღებელია. ეს სიტყვები ჩემს ფეხბურთელს, ვიქტორ ოსიმენს ნაპოლის გულშემატკივრებთან, უსაფუძვლო პრობლემებს შეუქმნის. კლუბთან კონტრაქტი ახლახანს გავახანგრძლივეთ და ჩვენი სურვილი, აფრიკის ერთა თასის მოგებასთან ერთად, ნაპოლისთვის დახმარების გაწევაა. სხვა ყველაფერი სისულელეა“, - წერს ოსიმენის აგენტი, რობერტო კალენდა.