სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • ბოლნისში საზარელი ავარიის შედეგად ორი მოზარდი დაიღუპა - ფაქტზე ბრალზდებული ორი პირია, გაიგეთ საქმის დეტალები

    ბოლნისში საზარელი ავარიის შედეგად ორი მოზარდი დაიღუპა - ფაქტზე ბრალზდებული ორი პირია, გაიგეთ საქმის დეტალები
    4 თვის და 1 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ბოლნისში დიდი სიჩქარით მიმავალი მანქანა გზის პირას ბოსტნეულით მოვაჭრე არასრულწლოვანებს დაეჯახა.

    ისინი ძმები იყვნენ და ორივე შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა.
    „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 8 იანვარს, ბოლნისის მუნიციპალიტეტში არსებულ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე „მერსედესისა“ და „ოპელის“ მარკის ავტომანქანების მძღოლებმა ვერ უზრუნველყვეს სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხოდ მართვა, დაარღვიეს საგზაო მოძრაობის წესები და შეეჯახნენ ერთმანეთს, რის გამოც ერთ-ერთი ავტომანქანა გადავიდა საავტომობილო გზის გვერდულზე, სადაც ორ არასრულწლოვანს შეეჯახა. მიღებული დაზიანებების შედეგად, დაზარალებულები ადგილზე დაიღუპნენ.

    სამართალდამცველებმა ბრალდებულები 9 და 10 იანვარს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 და მე-8 ნაწილებით (ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად ექვსიდან ათ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – აცხადებს პროკურატურა.

    საქმეზე გამოძიება ამ დრომდე გრძელდება.