სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზაზე, მიწის მასის ჩამოშლის გამო, მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდა

    თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზაზე, მიწის მასის ჩამოშლის გამო, მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდა
    4 თვის და 1 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    საავტომობილო გზების დეპარტამენტის გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზაზე, მიწის მასის ჩამოშლის გამო, მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდა.

    “ძლიერი წვიმის შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 152-ე კმ-ზე ჩამოვიდა მიწის მასა, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ შეზღუდულია.

    ადგილზე მობილიზებულია ტექნიკა და გზის წმენდა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს, რათა უმოკლეს ვადებში მოხდეს მოძრაობის სრულად აღდგენა“, - ნათქვამია განცხადებაში.