სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • “ბრძანება ზემოდან მიიღეს” - მიხეილ სააკაშვილი სხდომის გადადებას ეხმაურება

    “ბრძანება ზემოდან მიიღეს” - მიხეილ სააკაშვილი სხდომის გადადებას ეხმაურება
    4 თვის და 1 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტი, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პოსტს წერს და სხდომის გადადებას ეხმაურება.

    მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, პრო­კუ­რა­ტუ­რამ სხდო­მა მისი ინ­ტე­რე­სე­ბის დაც­ვის სა­ბა­ბით გა­და­დო, მა­შინ, როცა თა­ვად თა­ნახ­მა იყო, სხდო­მა გაგ­რძე­ლე­ბუ­ლი­ყო.

    “მი­უ­ხე­და­ვად ჩემი თან­ხმო­ბი­სა, რომ სხდო­მა ჩემს გა­რე­შე გაგ­რძე­ლე­ბუ­ლი­ყო, პრო­კუ­რა­ტუ­რა "ჩემი ინ­ტე­რე­სე­ბის მცვე­ლად" მოგ­ვევ­ლი­ნა, თით­ქოს ჩემს ად­ვო­კა­ტებ­ზე მე­ტად იზ­რუ­ნეს ჩემ­ზე და სხდო­მა გა­და­დეს.

    საქ­მე­ე­ბი, რო­მელ­ზეც მა­სა­მარ­თლე­ბენ, რომ სრუ­ლი­ად შე­თი­თხნი­ლია, ამა­ზე ყვე­ლა თან­ხმდე­ბა. გან­სა­კუთ­რე­ბით ე.წ. “პი­ჯა­კე­ბის საქ­მე”.

    მა­თი­ვე ხელ­მო­წე­რი­ლი ანა­ლო­გი­უ­რი ხარ­ჯე­ბი და შე­სა­ბა­მი­სი ბრძა­ნე­ბე­ბი ვა­დის გას­ვლის მი­უ­ხე­და­ვად კვლავ სა­ი­დუმ­ლო გრი­ფით აქვთ და­ცუ­ლი, რომ პირ­და­პირ არ ჩა­უფ­ლავ­დეთ ეს აბ­სურ­დი!“, - წერს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი.

    ცნო­ბის­თვის, დიდი ოდე­ნო­ბით სა­ბი­უ­ჯე­ტო თან­ხე­ბის ჯგუ­ფუ­რად გაფ­ლან­გვა­ში ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის, ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი­სა და სა­ხელ­მწი­ფო დაც­ვის სპე­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რის ყო­ფი­ლი უფ­რო­სის, თე­ი­მუ­რაზ ჯა­ნა­ში­ას საქ­მე­ზე სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი გა­და­ი­დო.

    დღე­ვან­დელ სხდო­მა­ზე სა­ხელ­მწი­ფო დაც­ვის სპე­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის სამ­სა­ხუ­რის ყო­ფი­ლი უფ­რო­სი თე­მურ მღებ­რიშ­ვი­ლი უნდა და­ე­კი­თხათ.