სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "ჩემი სრული მხარდაჭერა მას, გამორჩეული ლიდერი, პროფესიონალი და ამ ქვეყნის დიდი პატრიოტი" - ქართული ოცნების დეპუტატი

    "ჩემი სრული მხარდაჭერა მას, გამორჩეული ლიდერი, პროფესიონალი და ამ ქვეყნის დიდი პატრიოტი" - ქართული ოცნების დეპუტატი
    1 წლის და 9 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    "ქართული ოცნების" დეპუტატი გივი მიქანაძე სოციალურ ქსელში მმართველი პარტიის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის მხარდამჭერ განცხადებას აქვეყნებს.

    ის აცხადებს, რომ პატივია იყოს გუნდის წევრი, რომელსაც ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს.

    "ჩემი სრული მხარდაჭერა ირაკლი კობახიძეს, ადამიანს რომელიც არის გამორჩეული ლიდერი, პროფესიონალი და ამ ქვეყნის დიდი პატრიოტი. ჩემთვის პატივია ვიყო იმ გუნდის წევრი, რომელსაც ირაკლი ხელმძღვანელობს.

    სრულიად მიუღებელია როგორც ოჯახის წევრების შეურაცხყოფა, ასევე ჩვენი ქვეყნის დამაზიანებელი არახამიას ნათქვამის საერთოდ გამეორება და ასეთი ფორმით.

    ეს ის შემთხვევაა, როდესაც ნებისმიერ ადამიანს ვერ მოსთხოვ თმენის ვალდებულებას. ერთი წამით დაფიქრდით, ჩაიყენეთ თქვენი თავი ირაკლის ადგილას და მერე გამოიტანეთ დასკვნები", - წერს მიქანაძე.