სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • დაპირისპირება ოსიმენისა და მამუკა ჯუღელს შორის - აურელიო დე ლაურენტისის გადაწყვეტილება

    დაპირისპირება ოსიმენისა და მამუკა ჯუღელს შორის - აურელიო დე ლაურენტისის გადაწყვეტილება
    3 თვის და 3 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    "თქვენ გგონიათ, მთელი ცხოვრება ნეაპოლში ითამაშებს ოსიმენი? მაშინ მე წინასწარ გეტყვი, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე წავა საუდის არაბეთში. ხვიჩას მილიარდი რომ მისცე, არაბეთში არ წავა"

    ეს განცხადება ხვიჩა კვარაცხელიას აგენტმა, მამუკა ჯუღელმა გააკეთა პირველ არხთან ინტერვიუში.

    ოსიმენის პასუხმაც არ დააყოვნა და ფეხბურთელმა საკუთარ ინსტაგრამ გვერდზე ეს პასუხი გამოაქვეყნა:

    "ძვირფასო მამუკა ჯუღელო, ბინძური და სამარცხვინო ადამიანი ხარ. შენი განცხადების გამო მრცხვენია. რეგვენო! ჩემი სახელი აღარ ახსენო."

    ამ დაპირისპირებამ მთელი სოციალური ქსელი მოიცვა.

    „ნაპოლის“ პრეზიდენტი, აურელიო დე ლაურენტისი ზომების მიღებას აპირებს, რათა ფეხბურთელებს შორის ურთიერთობა არ გაუარესდეს.