სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "საქართველოში დავიბადე, მაგრამ ხაჭაპური რუსეთში უფრო გემრიელია" - არმან ცარუკიანის სიტყვები, რომელმაც საზოგადოება აღაშფოთა

    "საქართველოში დავიბადე, მაგრამ ხაჭაპური რუსეთში უფრო გემრიელია" - არმან ცარუკიანის სიტყვები, რომელმაც საზოგადოება აღაშფოთა
    4 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    "მე სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ვი­ბა­დე, მაგ­რამ ხა­ჭა­პუ­რი რუ­სეთ­ში უფრო გემ­რი­ე­ლია, ვიდ­რე სა­ქარ­თვე­ლო­ში“, -

    ამ­ბობს საქართველოში დაბადებული 27 წლის სპორტსმენი, არმან ცარუკიანი , რომელიც UFC-ის მებ­რძო­ლია.

    მისმა ამ სიტყვემა, რომელიც სოციალურ ქსელში ვიდეო სახით გავრცელდა საზოგადოებაში დიდი მითქმა-მოთქმა და უკმაყოფილება გამოიწვია.

    შეგახსენებთ, რომ არ­მა­ნი 1996 წელს სა­ქარ­თვე­ლო­ში, ახალ­ქა­ლაქ­ში და­ი­ბა­და. ჭი­და­ო­ბა­საც პირ­ვე­ლად სა­ქარ­თვე­ლო­ში ეზი­ა­რა და იმის შემ­დეგ სპორ­ტის­თვის თავი არ და­უ­ნე­ბე­ბია.

    რუ­სეთ­ში გა­დას­ვლის შემ­დეგ, უკვე ჰო­კე­იმ გა­ი­ტა­ცა. 18 წლამ­დე "ამუ­რის“ ახალ­გაზ­რდულ გუნდში თა­მა­შობ­და, თუმ­ცა ძი­რი­თად შე­მად­გენ­ლო­ბა­ში ვერ მოხ­ვდა და სწო­რედ ამის შემ­დეგ გა­და­წყვი­ტა, რომ თავი მთლი­ა­ნად საბ­რძო­ლო სპორ­ტის­თვის მი­ე­ძღვნა.

    2015 წელს კი ის UFC-ის რა­დარ­ზე მოხ­ვდა და ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში აღ­მოჩ­ნდა. პირ­ვე­ლი ბრძო­ლა მსუ­ბუ­ქი წო­ნის ახ­ლან­დელ ჩემ­პი­ონ­თან, ის­ლამ მა­ხა­ჩევ­თან ჩა­ა­ტა­რა და დე­ბი­უ­ტის კვა­ლო­ბა­ზე, მა­ხა­ჩევს უდი­დე­სი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა გა­უ­წია.