სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • შეიძლება თუ არა ნათლისღების წყლის გამრავლება სახლში

    შეიძლება თუ არა ნათლისღების წყლის გამრავლება სახლში
    3 თვის და 3 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    19 იანვარს მართმადიდებელი ეკლესია ნათლისღებას აღნიშნავს.

    - როგორ უნდა შევინახოთ ნათლისღების ნაკურთხი წყალი?
    - სუფთა ჭურჭელი ვიქონიოთ, რითაც წლიდან წლამდე შევინახავთ სიწმინდეს.

    - შეიძლება ნათლისღების წყლის გამრავლება? და როგორ გავამრავლოთ ნაკურთხი წყალი?
    - შეიძლება. თუ გვინდა გამრავლება, უბრალო წყალს დავამატოთ ნაკურთხ წყალი.

    - ნათლისღების წყალი სახლში რომ ვასხუროთ შეიძლება?
    - კარგი იქნება თუ ყოველ კუთხეს ვასხურებთ, ასევე საკვებს, ტანსაცმელსა და ოჯახის წევრებს. ამით განიწმინდება ყოველი კუთხე ლოცვით.

    - ნათლისღებას ნათლიებმა და ნათლულებმა ერთმანეთი უნდა მოინახულონ?
    - მონახულებამდე უმჯობესია ტაძარში მივიდეთ, დავესწროთ წირვას და ვეზიაროთ. თუ მოძღვარი არა გვყავს, ამ შემთხვევაში მოვიძიოთ და სულიერად განახლებული შევხვდეთ ნათლისღების დღესასწაულს. შემდეგ კი შეგვიძლია მთელი დღე ნათლულებთან ერთად ვიდღესასწაულოთ ეს უბრწყინვალესი დღე.