სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • შემთხვევები კიდევ უფრო გაიზრდება... - ვირუსების მომატებული შემთხვევების გამო რას ურჩევენ სპეციალისტები მოსახლეობას

    შემთხვევები კიდევ უფრო გაიზრდება... - ვირუსების მომატებული შემთხვევების გამო რას ურჩევენ სპეციალისტები მოსახლეობას
    3 თვის და 3 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ვირუსების მომატებული შემთხვევები საქართველოში. კლინიკებში მიმართვიანობა იზრდება.
    ამ ეტაპზე, ძირითადად, "ა" ტიპის ვირუსები ცირკულირებს, თუმცა პაციენტები სამედიცინო დაწესებულებებს სხვა ვირუსული ინფექციებითაც აკითხავენ.

    სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ, სასწავლო პროცესის განახლების შემდეგ, შემთხვევები კიდევ უფრო გაიზრდება, ამიტომ ყველას გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ.

    სპეციალისტები მოსახლეობას რეკომენდაციების შესრულებას ურჩევენ.

    "ბავშვთა მიმართვიანობა გაზრდილია, ისევე როგორც ყველა სეზონზე და ყველა წელს. ცირკულირებს იგივე ტიპის გრიპის ვირუსები, რაც აქამდე ცირკულირებდა, რაიმე გასხვავებულ შემთხვევასთან არ გვაქვს საქმე. როგორც კი ბაღები და სკოლები დაიწყება, შესაძლოა შემთხვევათა რაოდენობამ მოიმატოს. მთავარია დავიცვათ ჰიგიენური ნორმები,"- აცხადებს პედიატრი თეიმურაზ მიქელაძე.