სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • როგორ ეხმაურებიან ესპანელი ქომაგები მამარდაშვილის "შტუტგარტთან" პერფორმანსს

    როგორ ეხმაურებიან ესპანელი ქომაგები მამარდაშვილის "შტუტგარტთან" პერფორმანსს
    1 წლის და 9 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    გიორგი მამარდაშვილმა უკვე მიგვაჩვია, რომ საკმაოდ მაღალი დონის მეკარეა, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ის ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდაა, ახალგაზრდები კი შეცდომებს უშვებენ.

    მამარდაშვილმა "შტუტგარტის" წინააღმდეგ ცუდი შეხვედრა ჩაატარა, 5 გოლი გაუშვა და ძალიან უხეში შეცდომა დაუშვა. ქართველი კიპერის მოულოდნელად ცუდ პერფორმანსს სოციალურ ქსელში გამოხმაურება მოჰყვა.

    "მას შემდეგ, რაც მამარდაშვილა წინა წელს გააკეთა... მას შემდეგ, რაც მის არ ყოფნაში ხდებოდა, მაინც მიწასთან ასწორებთ 1 თამაშის გამო, თანაც პრე-სეზონზე? ის 21 წლისაა, დამშვიდდით!"

    "ვინმე მამარდაშვილის ვაგონიდან ხომ არ ჩამოსულა?"

    "არ ვარ იმ ტიპის ქომაგი, რომელსაც დასკვნები წინასასეზონო შეკრებით გამოაქვს."

    "პრე-სეზონი სწორედ ამისთვისაა - შეცდომებზე სამუშაოდ. არ დაიჯეროთ, რომ გიორგი ამ შეცდომებს ლა ლიგის მნიშვნელოვან მატჩში დაუშვებს."