სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • ნაპოლი გაძლიერებას კიდევ გეგმავს - მხოლოდ კვარა საკმარისი არაა

    ნაპოლი გაძლიერებას კიდევ გეგმავს - მხოლოდ კვარა საკმარისი არაა
    1 წლის და 8 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "ნაპოლი" ორმა მთავარმა ვარსკვლავმა, დრის მერტენსმა და ლორენსო ინსინიემ დატოვეს, ხოლო ნეაპოლელებმა მის შემცვლელებზე კარგად იმუშავეს.

    "ნაპოლიმ" მარცხენა ფლანგის გასაძლიერებლად კარგად იმუშავა და ლორენცო ინსინიეს შემცვლელად ხვიჩა კვარაცხელია მიიყვანა. მარჯვენა ფლანგის გასაძლიერებლად კი tag24-ის ცნობით, "ნაპოლიმ" "სასოულოს" შემტევს, ჯაკომო რასპადორის დაადგა თვალი.

    Sky Sport იტყობინება, რომ "ნაპოლი" მზადაა, 22 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ "სასოულოს" 30 მილიონი ევრო გადაუხადოს. მიუხედავად საკმაოდ მსუყე შეთავაზებისა, ჯანლუიკა სკამაკას ტრანსფერის შემდეგ, ნაკლებად სავარაუდოა, "სასოულო" რასპადორისაც შეელიოს.