სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • გაფრთხილება: ეს პრეპარატი არ უნდა შეიძინოთ - “თუ ადამიანს გრიპი დაუდგინდა, გარბის და მაშინვე ყიდულობს - არ შეიძლება…”

    გაფრთხილება: ეს პრეპარატი არ უნდა შეიძინოთ - “თუ ადამიანს გრიპი დაუდგინდა, გარბის და მაშინვე ყიდულობს - არ შეიძლება…”
    3 თვის და 3 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    „ხშირად ხდება „ტამიფლუს“ გადაჭარბებული მოხმარება. თუ ადამიანს გრიპი დაუდგინდება, გარბის და მაშინვე ყიდულობს. ეს არ შეიძლება, არ არის სწორი!

    „ტამიფლუ“ უნდა მიიღოს დამძიმების რისკის ჯგუფში მყოფმა პირებმა, კერძოდ მათ, ვინც არის 65 წლის ასაკის ზემოთ, ან 5 წლის ქვემოთ (განსაკუთრებით კი 2 წლის ქვემოთ), ასევე ორსულებმაც. გარდა ამისა „ტამიფლუ“ უნდა მიიღონ ნებისმიერი ასაკის პირებმა, რომლებსაც აქვთ სერიოზული თანმხლები ქრონიკული დაავადებები, რადგან ასეთ პაციენტებში უფრო მეტია გრიპის მძიმე მიმდინარეობის და გართულებების, მათ შორის ფატალური გართულებების რისკები. „ტამიფლუ“ ამსუბუქებს სიმპტომებს, აჩქარებს განკურნებას და საგრძნობლად ამცირებს გართულებების რისკს.

    „ტამიფლუს“ მიღების ჩვენებაა აგრეთვე გრიპის დამძიმება. დამძიმებაში არ იგულისხმება მაღალი ტემპერატურა, ინტოქსიკაცია, ეს თითქმის ყველა შემთხვევას ახასიათებს. აქ განსაკუთრებით საყურადღებოა სუნთქვის უკმარისობის გაჩენა, ან პროგრესირება, რაც გრიპის დამძიმებაზე და/ან შესაძლო პნევმონიის არსებობაზე მიუთითებს.

    ზემოაღნიშნულ შემთხვევებში რეკომენდებულია „ტამიფლუს“ დანიშვნა და ჰოსპიტალიზაცია. ასევე, რესპირაციული ინფექციების დროს ხშირად ხმარობენ ანტიბიოტიკებს, რაც არ არის სწორი. რესპირაციული ინფექციების, მათ შორის გრიპის დროს, ანტიბიოტიკები მხოლოდ მაშინ უნდა დაინიშნოს, როდესაც ეჭვია ბაქტერიული ინფექციის განვითარებაზე.
    გრიპის პრევენციის მთავარი ზომა მაინც არის ვაქცინაცია. სახელმწიფოს მიერ შემოტანილი 200 ათასი ვაქცინა ჯერ კიდევ არ გახარჯულა. ის არის ოთხკომპონენტიანი ვაქცინა, რომელიც აბსოლუტურად უვნებელია. გრიპის ვაქცინა 40-60%-ით იცავს გრიპისგან. გარდა ამისა, ვაქცინირებულებში გრიპი შედარებით მსუბუქად მიმდინარეობს. რეკომენდებულია ასევე ხელების ხშირი დაბანა. სასურველია გრიპით დაავადებულმა ატაროს პირბადე. პირბადეების მასიური ტარება, როგორც ეს COVID-19-ის პანდემიის დროს იყო, რეკომენდებული არ არის“,

    ეს განცხადება თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე გააკეთა და აღნიშნა, რომ გრიპის პრევენციის მთავარი ზომა ვაქცინაციაა.