სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • ვახტანგ გორგასლის ქუჩაზე არსებული შუა ზოლის რეაბილიტაცია იწყება

    ვახტანგ გორგასლის ქუჩაზე არსებული შუა ზოლის რეაბილიტაცია იწყება
    4 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ვახტანგ გორგასლის ქუჩაზე არსებული შუა ზოლია რეაბილიტაცია იწყება.

    მისი თქმით, ბულვარი, რომლის ფართობიც ორი ჰექტარია, მძიმე მდგომარეობაშია და სრულად გასაახლებელია.

    “თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური ვახტანგ გორგასლის ქუჩაზე არსებული შუა ზოლის რეაბილიტაციას იწყებს. აღნიშნული ბულვარი, რომლის ფართობიც 2 ჰექტარია, მძიმე მდგომარეობაშია. თავდაპირველად ვფიქრობდით, გზის ამ მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობა მიწის ქვემოთ, გვირაბებში ჩაგვეტანა და ზედა სივრცეში მწვანე პროექტი განგვეხორციელებინა, თუმცა კვლევების შედეგად გამოიკვეთა, რომ აღნიშნულ ბულვარში ასწლოვანი ხეების დიდი ნაწილი უნდა მოიჭრას, რაც კატეგორიულად მიუღებელია. ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საავტომობილო მოძრაობა დავტოვოთ ისე, როგორც არის და შუა გამყოფი ბულვარი მთლიანად მოწესრიგდეს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

    მისივე თქმით, რეაბილიტაციის ფარგლებში, ტერიტორიაზე მოეწყობა გარე განათების სისტემა, საფეხმავლო ბილიკი, ვიდეომეთვალყურეობის სისტემები, განთავსდება საპარკო ავეჯი

    „გარდა ამისა, ჩატარდება გამწვანებისთვის საჭირო ყველა ღონისძიება. ტერიტორიაზე შევა ნოყიერი მიწის ნაზავი, მოეწყობა სარწყავი სისტემა, დაირგვება სხვადასხვა სახეობის ნერგი და დაითესება ბალახი. ასევე, განვახორციელებთ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული, სიძველისა და გაუთვალისწინებელი მიზეზების გამო დაზიანებული ძეგლებისა და მემორიალური ობიექტების აღდგენა-რეაბილიტაციას. მათ შორის, ერთ-ერთი პირველი 1962 წელს განთავსებული “300 არაგველის მემორიალი“ იქნება“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

    კახა კალაძის თქმით, სარეაბილიტაციო სამუშაოების ჯამური ღირებულება, დაახლოებით, ოთხ მლნ ლარს შეადგენს.