სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "2023 წლის ივლისიდან გამკაცრებულ ტექნიკურ შემოწმებებს ვახორციელებთ, რათა.." - რა განცხადებას აკეთებს ირაკლი ღარიბაშვილი

    "2023 წლის ივლისიდან გამკაცრებულ ტექნიკურ შემოწმებებს ვახორციელებთ, რათა.." - რა განცხადებას აკეთებს ირაკლი ღარიბაშვილი
    3 თვის და 2 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    „2023 წლის ივლისიდან გამკაცრებულ ტექნიკურ შემოწმებებს ვახორციელებთ, რათა ვაკონტროლოთ სამშენებლო სექტორში გამოყენებული საღებავების წარმოება, რეალიზაცია და იმპორტი. იურიდიული შეზღუდვები დაუწესდა ტყვიის მაღალი კონცენტრაციის მქონე საღებავების წარმოებას, რეალიზაციასა და იმპორტს.

    ამასთანავე, პოტენციური რისკების გასანეიტრალებლად, საქართველომ გააძლიერა სათამაშოებში ტყვიის მიგრაციის შესახებ მარეგულირებელი ჩარჩო. ასევე აქტიურად ვმუშაობთ სამთავრობო რეგულირების დაწესებაზე, რათა უსაფრთხო იყოს ამ პროდუქტების გამოყენება. უზრუნველვყოფთ ევროკავშირის კანონმდებლობასთან თავსებადობას და ვიცავთ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

    ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის გასაუმჯობესებლად უწყვეტ რეჟიმში - 24/7 - დავიწყეთ სინჯების აღება და ანალიზების ჩატარება მძიმე მეტალებზე, რათა ტყვიის შემცველობა გამოვავლინოთ ქვეყნის მსხვილ ქალაქებში. არსებული შედეგებით დგინდება, რომ ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება ვერ იქნება მიჩნეული ტყვიასთან შეხების წერტილად და მოწამვლის წყაროდ.

    ასევე ვაცნობიერებთ, რომ მთავარი პასუხისმგებლობა ტყვიის მოწამვლის საფრთხეების განეიტრალებაზე ქვეყნის მთავრობას ეკისრება, თუმცა საერთაშორისო ორგანიზაციები გადამწყვეტ როლს თამაშობენ ამ გლობალურ ძალისხმევაში. საქართველოს გაუმართლა, რადგან მნიშვნელოვან დახმარებას იღებს საერთაშორისო უწყებებიდან, პარტნიორებისა და მეგობრებისგან. მათ შორის არიან აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო, გაეროს განვითარების ფონდი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, გერმანია და ნორვეგიის უნივერსიტეტი. ეს დახმარება მიმართულია შესაძლებლობათა განვითარებისკენ ქიმიკატების მონიტორინგის სფეროში, ლაბორატორიული კვლევების ჩატარების უნარის გამომუშავებისკენ, მეთვალყურეობისა და კონტროლის მოდელების დანერგვისკენ, საკომუნიკაციო კამპანიების შემუშავებისკენ, კადრების გადამზადებისკენ“,

    ეს კომენტარი ირაკლი ღარიბაშვილმა დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე გააკეთა.