სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • ჩვენ “ომში ვართ, ამიტომ ან მუშაობ, ან იბრძვი“ - ზელენსკი

    ჩვენ “ომში ვართ, ამიტომ ან მუშაობ, ან იბრძვი“ - ზელენსკი
    3 თვის და 2 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    უკრანის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დავოსში ყოფნისას მიმართვა გაავრცელა და განაცხადა, რომ უკრაინის კანონმდებლობით, თუ კაცს აქვს ასაკი, რომ მობილიზაციის დროს ომში გამოცხადდეს, მაშინ ის უკრაინაში უნდა იმყოფებოდეს.

    “უკრაინის კანონმდებლობით, თუ კაცს აქვს ასაკი, რომ მობილიზაციის დროს ომში გამოცხადდეს, მაშინ ის უკრაინაში უნდა იმყოფებოდეს. ეს ფაქტია. შემდეგ ან იბრძოლებს, ან იმუშავებს. ჩვენ ომში ვართ, ამიტომ ან მუშაობ, ან იბრძვი, რადგან ერთი სამხედროს ხელფასი ექვსი-რვა ადამიანის გადასახდელია... ეს სამართლიანობის საკითხია. შეიძლება, მუშაობდე და არ იყო ფრონტზე. ეს დამოკიდებულია სიტუაციაზე, მაგრამ გადასახადები უნდა გადაიხადო. ზოგადად, გადასახადების გადახდა სამართლიანია, მაგრამ ომის დროს ეს ძალიან მწვავეა"- განაცხადა უკრანის პრეზიდენტმა.