სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • იემენელმა „ჰუსიტებმა“ წითელ ზღვაში აშშ-ის კუთვნილ გემზე თავდასხმა განახორციელეს - BBC

    იემენელმა „ჰუსიტებმა“ წითელ ზღვაში აშშ-ის კუთვნილ გემზე თავდასხმა განახორციელეს - BBC
    3 თვის და 2 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    “ბიბისის” გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იემენელმა “ჰუსიტებმა“ წითელ ზღვაში აშშ-ის კუთვნილ გემზე თავდასხმა განახორციელეს.

    გამოცემის ცნობით, შემთხვევა მას შემდეგ მოხდა, რაც აშშ-მა განაცხადა, რომ ირანის მიერ მხარდაჭერილ იემენელ “ჰუსიტებს“ ტერორისტთა სიაში დააბრუნებენ.

    აშშ-ის სამხედროები აცხადებენ, რომ გემს უპილოტო საფრენი აპარატი დაეჯახა.

    შეგახსენებთ, რომ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები იემენელ “ჰუსიტებს“ ტერორისტთა სიაში დააბრუნებს.