სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "სამწუხაროდ, ყველაზე მეტად იყიდება სწორედ ასეთი სახის მედიკამენტები" - ზაზა თელია საზოგადოებაში არსებულ საფრთხეზე

    "სამწუხაროდ, ყველაზე მეტად იყიდება სწორედ ასეთი სახის მედიკამენტები" -  ზაზა თელია საზოგადოებაში არსებულ საფრთხეზე
    3 თვის და 2 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ,,ვინ არიან მიდრეკილები B12-ის დეფიციტის მიმართ - ესენი არიან, როგორც წესი, კვების დარღვევის მქონე ადამიანები. მათ შორის, ყველაზე მეტად - ვეგეტარიანელები, ვეგანები. B12-ს ჩვენ ვიღებთ კვებითი რაციონიდან, ამ ვიტამინით მდიდარია კვერცხი და რძის პროდუქტები, ხორცი და თევზეული. B12-ის რეკომენდებული დღიური რაოდენობა არის 4-7 მიკრო გრამი დღეში. მარტივად გასაგები რომ იყოს, მაგალითად, ერთი კვერცხი 1.4 მიკრო გრამს შეიცავს, ერთი ჭიქა რძე - 1.2-ს.4-7 მიკრო გრამი ზრდასრულ ადამიანებშია ნაგულისხმევი. დანამატის სახით B12-ის მიღებაც ხშირად პრობლემებს ქმნის. ადამიანებში ყველაზე ხშირად ცნობილია ვიტამინების ნაკლებობა, არავინ აქცევს ყურადღებას მატებას.

    B12 ვიტამინი ჩვენ არ უნდა მივიღოთ თვითნებურად, ეს აბსოლუტურად არასწორია. იმ შემთხვევაში, თუ დადგინდა ნაკლებობა, ეს ვიტამინი უნდა მივიღოთ რაციონალურად, ადეკვატური დოზით - ეს იმიტომ, რომ, როგორც აღვნიშნე, ჩვენ ყოველთვის დეფიციტზე ვსაუბრობთ და საზოგადოებაში მუდამ დეფიციტი აღიმება ნაკლებობად. არავინ აქცევს ყურადღებას ჰიპერვიტამინოზს, ანუ როდესაც ვიტამინების მატება არის ორგანიზმში.

    თუ ჩვენ ვსაუბრობთ B12-ის დეფიციტზე, ის შეიძლება, იყოს მავნებელი, ასევე, მისმა მატებამაც შესაძლოა, გარკვეული ტიპის პრობლემები შექმნას. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ტკივილების, წელის ტკივილის გამო ხშირად ურჩევენ პაციენტებს, მათ შორის, საუბედუროდ, ექიმის რეკომენდაციითაც, ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული ნემსების გაკეთებას, რომლებშიც ასევე B12 შედის და ჰორმონი, სტეროიდი, ანუ კომბინაციური ნემსები, სტატისტიკას თუ გადავხედავთ, სამწუხაროდ, ყველაზე მეტად იყიდება სწორედ ასეთი სახის მედიკამენტები"

    ამ თემაზე კომენტარი ზაზა თელიამ "დილა მშვიდობისა საქართველოში" გააკეთა.