სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "ჩვენ საქართველოსგან ვქმნით ხიდს ევროპასა და აზიას შორის" - შალვა პაპუაშვილის განცხადება

    "ჩვენ საქართველოსგან ვქმნით ხიდს ევროპასა და აზიას შორის" - შალვა პაპუაშვილის განცხადება
    3 თვის და 2 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    „მთელი ჩვენი 30-წლიანი დამოუკიდებლობის პერიოდში, ვსაუბრობდით განსაკუთრებულ როლზე საქართველოსი, როგორც დამაკავშირებლის ევროპისა და აზიის. ვინ არის ევროპა და ვინ არის აზია? ევროპა ცხადია, არის ევროკავშირი და აზია არის უპირველეს ყოვლისა ჩინეთი. ჩვენ ვართ ერთადერთი ქვეყანა რეგიონში, რომელსაც აქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება როგორც ევროკავშირთან, ასევე, ჩინეთთან. ეს არის სწორედ ფუნქცია ხიდის. ჩვენს ოპოზიციას უნდა, რომ ჩვენ ვიყოთ ბორანი, რომელზეც მერე ვისაც უნდა მოგვაწვება და ერთი ნაპირიდან მეორეზე გადაგვაყვანინებს თავს. ეს არ არის ჩვენი ფუნქცია, რომ ჩვენ სატელიტები ვიყოთ და ბორანის ფუნქცია გვქონდეს, საიდანაც დაუბერავს ნიავი იმის მიხედვით გადაგვწიონ და შეკვეთებით ვიაროთ ერთი ნაპირიდან მეორეზე. ჩვენ საქართველოსგან ვქმნით ხიდს, რომელიც იქნება ეკონომიკური ხიდი ევროპასა და აზიას შორის, ამ ფუნქციის შესასრულებლად ჩინეთი არის ქვაკუთხედი”

    განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა